20:01 18 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (255)
169 0 0

შეხვედრაზე საუბრობდნენ პარტიის განვითარების გზებსა და იდეებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე, რომლებიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი“ ორ ნაწილად გაიყო, ერთ-ერთის ლიდერად ზურაბ ჯაფარიძე რჩება.

დეკემბრის დასაწყისში პარტიის ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ Facebook -ის დახურულ ჯგუფში დაწერა, რომ მისი და პარტიის სამი მთავარი წევრის - იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილისა და სანდრო რახვიაშვილის გზები გაიყო და არ აპირებს მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას. თუმცაღა პარტიაში დარჩენას აპირებს.

„გირჩი“ იდეაა საბოლოო ჯამში და ადამიანები, რომლებიც ამ იდეებისთვის იბრძვიან. ფურცელი გვჭირდება, როდესაც სახელმწიფოსთან გვაქვს შეხება, მაგალითად თუ გვინდა, რომ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა. ფურცელიც შეიძლება, ორი იყოს, ორი „გირჩი“ და ხალხს ექნება საშუალება, აირჩიონ რომელი „გირჩია“ ნამდვილი, ვის უჭერენ მხარს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ.

პოლიტიკოსის თქმით, შეხვედრაზე საუბრობდნენ პარტიის განვითარების გზებსა და იდეებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე, რომლებიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

სილამაზის სალონი სათხილამურო კლუბის ნაცვლად: „გირჩის“ ახალი „კოვიდ-ხრიკი“ >>

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამი წარმომადგენლის მიერ შექმნილი „გირჩი“, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე 2015 წელს გამოჩნდა, ელექტორატს თავი დაამახსოვრა მარიხუანის დეკრიმინალიზაციისთვის ბრძოლით, ტაქსის ალტერნატიული ქსლ „შმაქსის“ ამოქმედებით და ახალი „ეკლესიის“ დაფუძნებით, რათა ახალგაზრდებს ჯარში გაწვევისგან თავის არიდებაში დაეხმაროს.

„გირჩის“ დეპუტატებმა 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ოთხი საპარლამენტო მანდატი მოიპოვეს, რომლებზეც უარი ჯერჯერობით არ უთქვამთ.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (255)

მთავარი თემები