საქართველოს პარლამენტმა ვიცე-სპიკერები დაამტკიცა

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა. 11,12,2020
პარლამენტის სხდომა. 11,12,2020 - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმის გამო, რომ სხდომას ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი არ ესწრება, პარლამენტის ვიცე-სპიკერის ორი ადგილი ვაკანტური დარჩა.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ვიცე-სპიკერები დაამტკიცა. ესენი არიან გია ვოლსკი, დავით სერგეენკო და კახაბერ კუჭავა.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გახდა

პარლამენტმა ვიცე-სპიკერის თითოეულ კანდიდატურას კენჭი უკვე უყარა.

პარლამენტის ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა დეპუტატმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლტსაბჭოს წევრმა გია ვოლსკიმ 85 ხმა მიიღო, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ – 86, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ კახა კუჭავამ – ასევე 86 ხმა.

მანამდე საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პოსტზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი არჩილ თალაკვაძე დაამტკიცა. მის კანდიდატურას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ოპოზიციის არყოფნის გამო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ორი ადგილი ვაკანტური დარჩა. დარბაზში სხდომას 150-დან 88 დეპუტატი ესწრება.

ყველა ახალი ამბავი
0