„ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა“ – გახარიამ ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიხანუქა თბილისის სინაგოგაშუ
ხანუქა თბილისის სინაგოგაშუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ებრაული კალენდრის მიხედვით წელს ხანუქას დღესასწაული 10 დეკემბერს, მზის ჩასვლის შემდეგ დაიწყო – ებრაელთა სახლებში უკვე ანთია ტრადიციული მენორები.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იუდეველებს ხანუქას დღესასწაული მიულოცა და უსურვა ყველას ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა.

„მშვიდობა ებრაელ ხალხს" - საქართველოს პირველი პირები ხანუქას დღესასწაულს ულოცავენ >>

„ხანუქას დღესასწაულს ვულოცავ ებრაელ ხალხს, ჩვენს ებრაელ მოქალაქეებს. ეს დღესასწაული არის სინათლის სიბნელეზე, სამართლიანობის უსამართლობაზე, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო, რომელსაც, ტრადიციულად, ჩვენს ებრაელ ძმებთან ერთად ოდითგანვე აღვნიშნავთ ჩვენს ქვეყანაშიც. ახლა პანდემიის გამო ყველას რთული დღეები გვიდგას, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამ საერთო გამოწვევაზეც აუცილებლად გავიმარჯვებთ ერთმანეთის თანადგომით“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელიც მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ებრაელები „ხანუქას" ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-2 საუკუნიდან აღნიშნავენ. დღესასწაული ტაძრის გათავისუფლებასა და კერპებისგან განწმენდას უკავშირდება და გრძელდება რვა დღე. 

ხანუქა – ებრაული დღესასწაულია, რომელზეც განსაკუთრებული სანთლები – მენორები ინთება. ამას აკეთებენ სასწაულის აღსანიშნავად, რომელიც ძველ ისრაელში ჩვ.წ.აღ-მდე II საუკუნეში ტაძრის განმეორებითი კურთხევის დროს მოხდა.

ყველა ახალი ამბავი
0