კობახიძე: ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები დაფინანსებასა და მანდატებს დაკარგავენ

© photo: Parliament of Georgia / FBირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო უმრავლესობა მანდატებს შეუწყვეტს იმ დეპუტატებს, ვინც საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი განცხადებით მიმართავს, აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა

თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებენ, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მოლაპარაკებები გრძელდება: ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება>>

დღეს პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების მონაწილეობით თათბირი გაიმართა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, თათბირზე გადაწყდა, რომ  საპარლამენტო უმრავლესობა ყველა იმ დეპუტატს შეუწყვეტს უფლებამოსილებას, რომელიც მათ განცხადებით მიმართავს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათ მიერ განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსებასა და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილები“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, პირველი შეკრებისთანავე საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან  - Sputnik საქართველო
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგება?

„კომისიის მუშაობაში ჩასართავად მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს. ბუნებრივია, საპარლამენტო პარტიები თავისთავად იქნებიან ჩართულნი ამ კომისიის მუშაობაში.  კომისია უზრუნველყოფს არჩევნების სრულფასოვან შეფასებას სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს დანიშნა. 14 დეკემბრისთვის მზად უნდა იყოს მთავრობის შემადგენლობის საბოლოო ვერსია, რომელიც პარლამენტს წარედგინება და ის ორი კვირის ვადაში უნდა დამტკიცდეს.

საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 31 ოქტომბერს გაიმართლა. ცესკოს შედეგების მიხედვით, 150-დან 60 ადგილი ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს. მათ პროტესტის ნიშნად ბოიკოტი გამოაცხადეს და დეპუტატის მანდატებზე უარს ამბობენ. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

ყველა ახალი ამბავი
0