ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას განიხლავენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ საქართველოში მთავრობა მალე ჩამოყალიბდება და ამის შემდეგ რეგიონში მიმდინარე ცვლილებების განსახილველად ქვეყნის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს მიიწვევენ.

თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო ორშაბათს, 7 დეკემბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებულ ვითარებას განიხილავს, ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

საქართველოს ცესკომ 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა, რომლის მიხედვით მმართველ პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ხმების 48,22% აქვს. ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ისინიც, ვინც პარლამენტში გავიდა, არ აღიარებენ მის შედეგებს და ამტკიცებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციონერები უარს აცხადებენ სადეპუტატო მანდატებზე.

ოპოზიციის აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შეიძლება ხვალ გაიმართოს

ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე პრობლემების შესაბამისად საბჭო შეაფასებს საერთაშორისო მოვლენებს, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ საქართველოში არსებულ სიტუაციას.

„ვიმსჯელებთ საქართველოზე. იქ წინააღმდეგობრივი არჩევნები ჩატარდა. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის. ევროკავშირის წარმომადგენლობა თბილისში ამ მოლაპარაკებებში ჩართულია. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება. გვინდა განვიხილოთ სიტუაცია, რომელიც იქ ყალიბდება და მისი განვითარების პერსპექტივები“, – განუცხადა ჟურნალისტებს წყარომ ევროკავშირში, იუწყება РИА Новости.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირს იმედი აქვს, რომ საქართველოში მთავრობა სწრაფად ჩამოყალიბდება.

კარლ ჰარცელი - Sputnik საქართველო
„პერსპექტივა არის“ – ევროკავშირის ელჩი ხელისუფლებასთან ოპოზიციის მოლაპარაკებებს აფასებს

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მალე შედგება ახალი მთავრობა, იქნება საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი. შემდეგ ახალი მინისტრის მოწვევა გვსურს (ბრიუსელში), რათა განვიხილოთ რადიკალური ცვლილებები, რომლებიც ამ რეგიონში მიმდინარეობს“, – აღნიშნა წყარომ.

საბჭოზე ასევე განიხილავენ თურქეთთან, ვენესუელის საპარლამენტო არჩევნებთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს. შემდეგ მინისტრები თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესახებ, განსაზღვრავენ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტებს.

საბჭოს სხდომას უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი.

ყველა ახალი ამბავი
0