17:20 20 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (126)
52 0 0

ე.წ. სახალხო გენინსპექცია, რომელშიც პოლიტიკოსები, ადვოკატები და იურისტები არიან გაწევრიანებულები, მონიტორინგს გაუწევს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს

თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილებმა  ე.წ. სახალხო გენინსპექცია შექმნეს,  რომელიც სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს შეისწავლის და მომხდარის მტკიცებულებებს პროკურატურას გაუგზავნის რეაგირებისთვის, იუწყება პირველი არხი.

მანამდე ოპოზიციის ლიდერებმა „სახალხო მერიის“ შექმნის შესახებაც დაანონსეს, რომელიც მოქალაქეებს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.

ოპოზიციის წარმომადგენლების  განცხადებით, ე.წ. სახალხო გენინსპექციაში  პოლიტიკოსები, ადვოკატები და იურისტები არიან გაწევრიანებულები.

„ვხედავთ, ბოლო დღეების განმავლობაში ბათუმში მიმდინარე 24-საათიან აქციებს როგორ არბევენ ძალის არაპროპორციული გამოყენებით, ძალის გადამეტებით აკავებენ ჩვენი აქციის მონაწილეებს, რაც აშკარად გადადის უკვე მათი მხრიდან სამართალდარღვევაში. ნებისმიერი ურთიერთობისას მონიტორინგს გავუწევთ პოლიციის მიმართ ან პოლიციისგან ჩვენ მიმართ ქმედებებს“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ბონდო თევდორაძემ.

რამდენიმე დღის წინ დემონსტრანტებმა საჰაერო ბუშტების გაშვება სცადეს, რასაც პოლიციამ შეუშალა ხელი. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

უფრო ადრე ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ რეგიონში სოციალურ–ეკონომიკური საკითხების მოგვარებას თავად აპირებენ. კვირას საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლთან გადასატანი სავაჭრო კიოსკი მიიტანეს და შეკრებილებს დაჰპირდნენ, რომ არ დაემორჩილებიან კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებულ ახალ შეზღუდვებს და „დაუმორჩილებლობის უბანს" მოაწყობენ.

„ნერვების გამოცდას გვიწყობენ“ – რიჟვაძე საპროტესტო აქციებზე ბათუმში >>

სამი დღის წინ აჭარის მთავრობის სახლთან, სპეციალურ კარავში აქციის მონაწილეებმა კაფე გახსნეს, აქციაზე მისულ ადამიანებს კი კაფეში ყავითა და ტკბილეულით უმასპინძლდებიან.

ბათუმში საპროტესტო აქციები უწყვეტ რეჟიმში 8 ნოემბრიდან ტარდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნებია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მთავრობის სახლის წინ კარვებია გაშლილი.

 

თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (126)

მთავარი თემები