მდინარაძე: ჯანდაცვის სისტემასა და ექიმებზე ორკესტრირებული შეტევა სრულიად გაუმართლებელია

© photo: Parliament of Georgia / FBმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ პანდემიის პერიოდში ჯანდაცვის სისტემის დისკრედიტაცია მომაკვდინებელი ვირუსის მხარეს დგომაა.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. მმართველი პარტია პანდემიის დროს ჯანდაცვის მინისტრზე თავდასხმას საომარი სიტუაციის დროს თავდაცვის მინისტრზე თავდასხმას ადარებს და მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში ყველას ერთად დგომისკენ მოუწოდებს.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
ტიკარაძე: ჩემს ოჯახზე გარკვეული წნეხი და ძალადობა ხორციელდება

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჯანდაცვის მინისტრისა და მთლიანად სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა არა მხოლოდ არასწორია, არამედ მომაკვდინებელი ვირუსის მხარეს დგომაა.

მდინარაძის განცხადებით, დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას და საქართველოზე ბევრად მდიდარ და ძლიერ ქვეყნებს უჭირთ კორონავირუსის შედეგებთან გამკლავება. მას შექმნილ ვითარებაში გაუმართლებლად მიაჩნია ჯანდაცვის სიტემასა და ექიმებზე შეტევა.

„დღეს არა ერთმანეთთან ბრძოლის, არა ერთმანეთის შეცდომებსა თუ ხარვეზებზე ჩასაფრების, არამედ გაერთიანების და ერთად დგომის დროა. კრიტიკა ყოველთვის ბუნებრივი და მისაღებია, თუმცა ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემაზე, მის პირველ პირზე თავდასხმა რიგ შემთხვევებში გამოგონილი ამბებით არის იგივე, რომ საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის მინისტრს დაესხა თავს და მიზანმიმართული კამპანია გააჩაღო მის წინააღმდეგ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მომიტინგეების მოთხოვნებს თბილისში ახალი მოთხოვნა დაემატა>>

რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მის ოჯახზე გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან ხორციელდება ძალადობა და მორალური ზეწოლა. ასევე ბოლო დღეებში სხვადასხვა მედიასაშუალებები და კორონავირუსით გარდაცვლილთა ახლობლები ხშირად ადანაშაულებენ ექიმებსა და ჯანდაცვის სამინისტროს გულგრილობასა და უყურადღებობაში. დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სხვა მოთხოვნებს კიდევ ერთი ახალი მოთხოვნა დაემატა – გადადგეს ჯანდაცვის მინისტრი.

ყველა ახალი ამბავი
0