„ქართული ოცნება“: „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს ესხმის თავს

© Sputnik / Alexander Imedashviliმმართველი პარტიის ოფისი
მმართველი პარტიის ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობას” პროდასავლურობას ამოფარებულ, დესტრუქციულ ძალას უწოდებს და ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” „ნაციონალურ მოძრაობას” ქვეყანაში ანტიდასავლურ განწყობების დათესვაში ადანაშაულებს და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

როგორც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციებზე მიაქვს იერიში, არამედ შეუნიღბავად ესხმის თავს ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებსაც.

ოპოზიციის აქცია - Sputnik საქართველო
მომხრეები და მოწინააღმდეგეები - ქართულ ოპოზიციაში ახალი უთანხმოება გაჩნდა
„ოფიციალურად გვსურს მოვუწოდოთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთელ საზოგადოებას – გამოხატონ საკუთარი პოზიცია ნაციონალური მოძრაობის მიერ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების დათესვის უკიდურესად სახიფათო ფაქტებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე თავდასხმებისგან“, – განაცხადა კუჭავამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განმარტებით, ნატო–საქართველოს არსებითი გაძლიერებული პაკეტის დამტკიცებისა და ამ პაკეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით ნატოს გენერალური მდივნის მაღალი შეფასებების ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არ წყდება შეტევები სახელმწიფოს მთავარი მოკავშირეებისა და სტრატეგიული პარტნიორების მიმართ.

მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
„მესმის ნაკლებრეიტინგიანი პარტიების“ - მდინარაძე ოპოზიციის აქციას გამოეხმაურა

„ამას ახორციელებს პროდასავლურობას ამოფარებული, მთავარი ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული ძალა ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ გვახსოვს მათი კრიმინალური წასულის მქონე ლიდერების ღია თავდასხმები საერთაშორისო დამკვირვებლებზე, ევროპულ ინსტიტუტებზე, ევროსაბჭოსა და სტრასბურგის სასამართლოზე. ამ ტიპის განცხადებები ყოველ ჯერზე გვარწმუნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ თანმიმდევრულად ყალიბდება მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში“, – განაცხადა კუჭავამ.

კუჭავას ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას მიერ „მთავარი არხის” ეთერში გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. მელია გამოეხმაურა ოპოზიციონერი ლიდერების სასამართლო საქმეების განახლებას და განაცხადა, რომ ეს მმართველი პარტიის მხრიდან ვაჭრობის პროცესის გახსნა იყო იმ ფონზე, როცა ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მელიას თქმით, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები გარკვეული პოზიციებს დააფიქსირებდნენ. 

ყველა ახალი ამბავი
0