23:42 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (72)
120 0 0

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა 17 ოლქში მოიგეს და თითოეულმა მათგანმა ამომრჩეველთა ხმების 88%-ზე მეტი მიიღეს

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ცესკოში ყველა ოქმის დამუშავების შედეგად მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა 17 ოლქში გაიმარჯვეს და თითოეულმა მათგანმა ამომრჩეველთა ხმების 88%-ზე მეტი მიიღეს, ამის შესახებ ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებშია ნათქვამი.

ყველაზე მეტი ხმა მიიღო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზუგდიდის ოლქში ირაკლი ჩიქოვანმა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 93,88% მიიღო, ხოლო ყველაზე  ნაკლები - ანზორ ბოლქვაძემ ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულოს ოლქში - მას მხარი დაუჭირეს ამომრჩეველთა 88,18%-მა.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს და მხარდამჭერებს არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდა, მისმა კანდიდატებმა მაინც ხმების 6%-დან 12%-მდე მიიღეს.

მეორე ტური მიმდინარეობდა ძალიან დაბალი აქტივობის ფონზე - უბნებზე ხმის მისაცემად მხოლოდ ამომრჩეველთა 26,29% მივიდა.

არჩევნების შედეგები თბილისში:

ოლქი        აქტივობა, % მმართველი პარტიის კანდიდატი ოპოზიციის კანდიდატი
მთაწმინდა-კრწანისი 22,44% ბექა ოდიშარია, 91,57% შალვა შავგულიძე("ევროპული საქართველო"), 8,43%
ვაკე  21,68% ნოდარ ტურძელაძე, 93,72% ელენე ხოშტარია ("ევროპული საქართველო"), 6,28%
საბურთალო    21,07% დავით სერგეენკო, 89,92% ალეკო ელისაშვილი ("მოქალაქეები"), 10,08%
ისანი         21,55% კახა კახიშვილი, 92,15% ხატია დეკანოიძე ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"),7,85%
სამგორი   22,77% სოზარ სუბარი, 88,68% ლევან ხაბეიშვილი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"), 11,32%
დიდუბე-ჩუღურეთი 25,02% გია ვოლსკი, 89,95% ზურაბ ჯაფარიძე ("გირჩი"), 10,05%
ნაძალადევი     20,04% მიხეილ ყაველაშვილი, 91,4% შალვა ნათელაშვილი ("ლეიბორისტული პარტია"), 8,6%
გლდანი   20,5% ლევან კობიაშვილი, 89,36% ნიკა მელია  ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"), 10,64%

არჩევნების შედეგები რეგიონებში:

ოლქი აქტივობა, % მმართველი პარტიის კანდიდატი ოპოზიციის კანდიდატი
თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი 33,72% ირაკლი ქადაგიშვილი, 88,83% გიორგი ბოტკოველი, 11,17%
მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი 32,49% შალვა კერესელიძე, 92,53% ცეზარ ჩოჩელი, 7,47%
რუსთავი, გარდაბანი 29,23% ნინო ლაცაბიძე, 89,79% დავით კირკიტაძე, 10,21%
ხაშური-ქარელი 33,21% ზაალ დუგლაძე, 91,72% ნატო ჩხეიძე, 8,28%
ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი 34,51% ბეჟან წაკაძე, 91,94% კახა გეწაძე, 8,06%
ქუთაისი  21,83% ზაზა ლომინაძე, 91,92% გრიგოლ ვაშაძე, 8,08%
ზუგდიდი        28,58% ირაკლი ჩიქოვანი, 93,88% მალხაზ ჯალაღონია, 6,12%
ბათუმი    24,35% რესან კონცელიძე, 87,81% ლევან ვარშალომიძე, 12,19%
ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო 39,29% ანზორ ბოლქვაძე, 88,19%  მიშა ბოლქვაძე, 11,81%


რაც შეეხება ქუთაისს, იქ მერის არჩევნები გაიმართა და გაიმარჯვა მმართველი პარტიის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა - 92,02%, ხოლო ოპოზიციის კანდიდატმა გრიფოლ შუშანიამ 7,98% დააგროვა.

ამ დროისათვის ცესკოში შესულია 15 საჩივარი, თითოეულს საოლქო კომისიები განიხილავენ. საჩივრების ნახვა შესაძლებელია ცესკოს ვებგვერდზე ცალკე გრაფაში.

არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილი გახდება არაუგვიანეს 10 დეკემბრისა.

 

 

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (72)

მთავარი თემები