თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვებგვერდზე პირველი მონაცემების გამოქვეყნება, რომელთა თანახმადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა ხმების 100%-ზე მეტი მოიპოვეს, ტექნიკური/პროგრამული ხარვეზით ახსნა.
შაბათ საღამოს ცესკომ გამოაქვეყნა პირველი წინასწარი მონაცემები, რომელთა თანახმად მმართველი პარტიის კანდიდატებმა ხმების 100%-ზე მეტი დააგროვეს. ერთ-ერთმა კანდიდატმა 164% მიიღო. თუმცა ხუთ წუთში ეს მონაცემები გაქრა. ზოგიერთმა მედიამ მოასწრო სკრინშოტების გაკეთება და ახლა მათი ნახვა სოციალურ ქსელებშია შესაძლებელი.
„შედეგების სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge მიმდინარეობდა შედეგების გამოქვეყნების პროცესი, რა დროსაც, შიდა მოხმარების პროგრამიდან მონაცემების გასაჯაროებისას დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, რისი მიზეზებიც დგინდება. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამჟამად ცესკო აქვეყნებს 17 ოლქში გამართული მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურების შედეგების წინასაწარ მონაცემებს სპეციალურ ფაილში, ხოლო ვებგვერდ results.cec.gov-ზე მხლოდ ოქმებია ნაჩვენები.