კანდიდატმა 164% მიიღო: ცესკომ განმარტა რატომ გამოქვეყნდა არჩევნების გაბერილი შედეგები

© photo: Sputnikცესკო. 21.11.2020
ცესკო. 21.11.2020 - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
ღამით ცესკოს ვებგვერდზე გამოჩნდა პირველი წინასაწარი მონაცემები, რომელთა თანახმად მმართველი პარტიის რამდენიმე კანდიდატმა ხმების 100%-ზე მეტი მოიპოვა

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვებგვერდზე პირველი მონაცემების გამოქვეყნება, რომელთა თანახმადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა ხმების 100%-ზე მეტი მოიპოვეს, ტექნიკური/პროგრამული ხარვეზით ახსნა.

მმართველი პარტია არჩევნების დასრულებას აღნიშნავს - Sputnik საქართველო
მმართველი პარტიის კანდიდატებმა არჩევნების მეორე ტურში 17-ვე ოლქში გაიმარჯვეს

შაბათ საღამოს ცესკომ გამოაქვეყნა პირველი წინასწარი მონაცემები, რომელთა თანახმად მმართველი პარტიის კანდიდატებმა ხმების 100%-ზე მეტი დააგროვეს. ერთ-ერთმა კანდიდატმა 164% მიიღო. თუმცა ხუთ წუთში ეს მონაცემები გაქრა. ზოგიერთმა მედიამ მოასწრო სკრინშოტების გაკეთება და ახლა მათი ნახვა სოციალურ ქსელებშია შესაძლებელი.

„შედეგების სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge მიმდინარეობდა შედეგების გამოქვეყნების პროცესი, რა დროსაც, შიდა მოხმარების პროგრამიდან მონაცემების გასაჯაროებისას დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, რისი მიზეზებიც დგინდება. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამჟამად ცესკო აქვეყნებს 17 ოლქში გამართული მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურების შედეგების წინასაწარ მონაცემებს სპეციალურ ფაილში, ხოლო ვებგვერდ results.cec.gov-ზე მხლოდ ოქმებია ნაჩვენები.

ყველა ახალი ამბავი
0