აქტივობა, საჩივრები და დარღვევები: ცესკომ მეორე ტურის შედეგები შეაჯამა

© Sputnik / Alex Shlamovნათია იოსელიანი
ნათია იოსელიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა, ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში მშვიდ და მშვიდობიან გარემოში გაიმართა, განაცხადა ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა.

კობახიძე: მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი >>

საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ამომრჩეველმა 17 ოლქში საკუთარი არჩევანი იმ ორ კანდიდატს შორის გააკეთა, რომელთაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგები ჰქონდათ.

„რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის შექმნილ 80 სპეციალურ უბანს, 145-ვე გადასატანი საარჩევნო ყუთი 21:00 საათისთვის, დროულად დაბრუნდა სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებზე. არსებითი ხარვეზები არ გამოვლენილა და მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა“, - განაცხადა იოსელიანმა.

წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათის მდგომარეობით შეადგინა 26.29% - კენჭისყრაში 562 664-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა აჭარის რეგიონში - 39.29 %, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ნაძალადევში, №7-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში - 20.04%.
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ხელვაჩაურში საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი გარდაიცვალა

„დღის განმავლობაში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 12 საჩივარი. მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება“, - აღნიშნა იოსელიანმა.

დასასრულს მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ამომრჩეველს, რომელმაც კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო.

არჩევნები ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. ოპოზიციურმა პარტიებმა ოფიციალურად მოხსნეს თავისი კანდიდატები, მაგრამ ბიულეტენებში ისინი მაინც დარჩნენ - კანონმდებლობა ამ ეტაპზე უარის თქმას არ ითვალისწინებს.

კენჭისყრა კორონავირუსის პანდემიის ფონზე მიმდინარეობდა - ყველა ამომრჩეველი, კომისიის წევრი და დამკვირვებელი იყო პირბადეებში და იცავდა დისტანციას.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210 ადამიანს შეადგენს, მათ ხმის მიცემა 1 941 უბანზე შეძლეს. კენჭისყრა ასევე გაიმართა კარანტინის ზონებში და მათთვის, ვინც თვითიზოლაციაში იმყოფება. ასეთი ამომრჩევლებისთვის დამატებით 80 სპეცუბანი შეიქმნა.

ყველა ახალი ამბავი
0