11:02 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9424
  • 100 RUB4.3806
  • USD3.3138
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (72)
40 0 0

არჩევნების მეორე ტურს 132 ადგილობრივი ორგანიზაციის 47 ათასზე მეტი და 48 საერთაშორისო ორგანიზაციის ათასამდე დამკვირვებელი აკვირდებოდა. საიას სადამკვირვებლო მისია 214 ადამიანით შემოიფარგლებოდა

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე 20:00 საათის მონაცემებით უბნებზე დაფიქსირდა 100-ზე მეტი დარღვევა და საია-ს დამკვირვებლებმა ჯამში 24 საჩივარი დაწერეს, განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.

საია საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს 12 ოლქში (3 დამხმარე ოლქში), 1100-ზე მეტ უბანში აკვირდებოდა. ასოციაციის სადამკვირვებლო მისია 214 ადამიანისგან შედგებოდა.

სალაძის განცხადებით, დარღვევები ძირითადად ეხება კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლასა და პროცედურულ საკითხებს.

„კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემებით მიმდინარეობდა. ზოგადი ტენდენციის სახით, პირველი ტურის მსგავსად, შეინიშნება უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუდგენელ პირთა მობილიზება მთელი საქართველოს მასშტაბით. საია-ს დამკვირვებლებს არ აძლევენ შესაძლებლობას, განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება, რამდენიმე შემთხვევაში მათ დაემუქრნენ ჯანმრთელობის დაზიანებითაც კი“, - განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ.

როგორც სალაძემ აღნიშნა, 24 საჩივრიდან უბნის დონეზე 14, ხოლო ოლქის დონეზე - 10 საჩივარი დაიწერა, ასევე დაფიქსირდა 80-ზე მეტი შენიშვნა.

საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ამომრჩეველმა 17 ოლქში საკუთარი არჩევანი იმ ორ კანდიდატს შორის გააკეთა, რომელთაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგები ჰქონდათ.

არჩევნები ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. ოპოზიციურმა პარტიებმა ოფიციალურად მოხსნეს თავისი კანდიდატები, მაგრამ ბიულეტენებში ისინი მაინც დარჩნენ - კანონმდებლობა ამ ეტაპზე უარის თქმას არ ითვალისწინებს.

კობახიძე: მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი >>

21 ნოემბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებული იყო  საარჩევნო სუბიექტების 9 521  წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 47 345 და 48 საერთაშორისო ორგანიზაციის 920 დამკვირვებელი.

21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩევლებს 1941 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი მოემსახურა, ასევე სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებასა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის,  მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, შექმნილი იყო  80 სპეციალური უბანი.

 

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (72)

მთავარი თემები