10:51 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (72)
84 0 0

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე, რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა, ამომრჩეველთა აქტივობა დაბალი იყო

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა - თბილისის დროით 20:00 საათზე ქვეყანაში საარჩევნო უბნები დაიხურა.

რიგებისა და სკანდალების გარეშე: როგორ მიმდინარეობს არჩევნების მეორე ტური საქართველოში >>

საქართველოს მოქალაქეები 17 ერთმანდატიან ოლქში მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს ირჩევდნენ. ბიულეტენებში იყო მითითებული იმ ორი კანდიდატის გვარი, რომლებმაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

არჩევნები მიმდინარეობდა ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, რომელიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. ოპოზიციურმა პარტიებმა ოფიციალურად მოხსნეს თავისი კანდიდატები, მაგრამ ბიულეტენებში ისინი მაინც დარჩნენ - კანონმდებლობა ამ ეტაპზე უარის თქმას არ ითვალისწინებს.

კენჭისყრა კორონავირუსის პანდემიის ფონზე მიმდინარეობდა - ყველა ამომრჩეველი, კომისიის წევრი და დამკვირვებელი იყო პირბადეებში და იცავდა დისტანციას.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210 ადამიანს შეადგენს, მათ ხმის მიცემა 1 941 უბანზე შეძლეს. კენჭისყრა ასევე გაიმართა კარანტინის ზონებში და მათთვის, ვინც თვითიზოლაციაში იმყოფება. ასეთი ამომრჩევლებისთვის დამატებით 80 სპეცუბანი შეიქმნა.

ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00  საათისთვის 20.74%  შეადგინა.  ამომრჩეველთა ნებისმიერი აქტივობის პირობებში არჩევნები შემდგარად მიიჩნევა.

მაჟორიტარული სისტემით საქართველოს საპარლამენტო არჩევნები
© Sputnik / Konstantin Ivanov
მაჟორიტარული სისტემით საქართველოს საპარლამენტო არჩევნები
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (72)

მთავარი თემები