10:44 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9424
  • 100 RUB4.3806
  • USD3.3138
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (72)
32 0 0

აჭარაში საპარლამენტო არჩევნებთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები რეგიონის ორ საარჩევნო ოლქში (ბათუმისა და მაღალმთიანეთის ოლქებში) ტარდება.

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. აჭარაში 12:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 8,58%-მა უკვე გააკეთა არჩევანი, განაცხადეს აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში (უსკო)  ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.

უსკოს ცნობით, აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქედის ოლქში დაფიქსირდა და 13,17% (2 067 ამომრჩეველი) შეადგინა, ყველაზე მცირე მაჩვენებელი კი – ბათუმში 7,14%.

დღეს აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური იმართება. 28-ე ბათუმისა და 30-ე ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი ორ ბიულეტენს მიიღებს, ყვითელს - აჭარის უმაღლესი საბჭოს  მაჟორიტარული, ხოლო ვარდისფერს - საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნებისთვის.

აჭარაში ამომრჩევლებს 300 საარჩევნო უბანი ემსახურება ( მათ შორისაა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 1 უბანი პენიტენციურ დაწესებულებაში) და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 20 სპეციალური უბანი.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა უმაღლესი საბჭოს მეორე ტურისათვის ორ მაჟორიტარულ ოლქში ჯამში 243 892 ამომრჩეველს შეადგენს.

მაჟორიტარული სისტემით საქართველოს საპარლამენტო არჩევნები
© Sputnik / Konstantin Ivanov
მაჟორიტარული სისტემით საქართველოს საპარლამენტო არჩევნები

 

 

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (72)

მთავარი თემები