უსკო: აჭარაში ამომრჩეველთა აქტივობამ 12 საათისთვის 8,58% შეადგინა

© photo: Sputnik / Stringerსაპარლამენტო არჩევნების მეორე ტური
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარაში საპარლამენტო არჩევნებთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები რეგიონის ორ საარჩევნო ოლქში (ბათუმისა და მაღალმთიანეთის ოლქებში) ტარდება.

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. აჭარაში 12:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 8,58%-მა უკვე გააკეთა არჩევანი, განაცხადეს აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში (უსკო)  ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.

უსკოს ცნობით, აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქედის ოლქში დაფიქსირდა და 13,17% (2 067 ამომრჩეველი) შეადგინა, ყველაზე მცირე მაჩვენებელი კი – ბათუმში 7,14%.

ცესკო - Sputnik საქართველო
ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ 12 საათისთვის 8,29% შეადგინა

დღეს აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური იმართება. 28-ე ბათუმისა და 30-ე ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი ორ ბიულეტენს მიიღებს, ყვითელს - აჭარის უმაღლესი საბჭოს  მაჟორიტარული, ხოლო ვარდისფერს - საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნებისთვის.

აჭარაში ამომრჩევლებს 300 საარჩევნო უბანი ემსახურება ( მათ შორისაა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 1 უბანი პენიტენციურ დაწესებულებაში) და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 20 სპეციალური უბანი.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა უმაღლესი საბჭოს მეორე ტურისათვის ორ მაჟორიტარულ ოლქში ჯამში 243 892 ამომრჩეველს შეადგენს.

© Sputnik / Konstantin Ivanovმაჟორიტარული სისტემით საქართველოს საპარლამენტო არჩევნები
უსკო: აჭარაში ამომრჩეველთა აქტივობამ 12 საათისთვის 8,58% შეადგინა - Sputnik საქართველო
მაჟორიტარული სისტემით საქართველოს საპარლამენტო არჩევნები

 

 

ყველა ახალი ამბავი
0