საფრანგეთმა შეიძლება მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა აღიაროს

© photo: Sputnik / Irina Kalashnikova / გადასვლა მედიაბანკშისაფრანგეთის სენატი
საფრანგეთის სენატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათიაა, აღმასრულებელ ხელისუფლებას მისი შესრულების ვალდებულება არ აქვს. ყარაბაღის კონფლიქტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა სომხეთს მხარდაჭერა არაერთხელ გამოუცხადა.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საფრანგეთის სენატი განიხილავს რეზოლუციას, რომელიც ოფიციალურ პარიზს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს, დოკუმენტი პარლამენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, იუწყება РИА Новости.

საფრანგეთის სენატის რეზოლუციებს სარეკომენდაციო ხასიათი აქვს: აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებული არ არის ის შეასრულოს.

ადრე ოფიციალურმა პარიზმა ერევანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მხარდაჭერა გამოუცხადა. კერძოდ, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა მისი მეგობრული დამოკიდებულება სომხეთისა და სომეხი ხალხისადმი, და მზადყოფნა გამოთქვა „სამართლიანი, გრძელვადიანი და ყველა მხარისთვის მისაღები“ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. 

მაიკ პომპეო - Sputnik საქართველო
პომპეო: აშშ ერევანსა და ბაქოს ეუთოს მინსკის ჯგუფთან მუშაობის განახლებას სთავაზობს

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო, რაშიც ერევანი და ბაქო ერთმანეთს სდებდნენ ბრალს. მხარეებმა რამდენჯერმე მოილაპარაკეს ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ ბრძოლები არ წყდებოდა.

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა — ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. შეთანხმების მიხედვით, ამ დროისათვის ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან და ამასთან მიმდინარეობს ტყვეთა გაცვლა. ნოემბერ–დეკემბერში სომხეთი აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების დიდ ნაწილს გადააბარებს.

ცეცხლის შეწყვეტისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე კონტროლის მიზნით მთიანი ყარაბაღის ზონაში მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსება – შეთანხმებულია 1960 სამხედრო მოსამსახურის, 90 ჯავშანტრანსპორტიორის, 380 ერთეული საავტომობილო და სხვა სპეცტექნიკის შეყვანა.

ყველა ახალი ამბავი
0