17:54 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
59 0 0

პომპეოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან გამართა. 

მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია და ოფიციალურ შეხვედრებს დღეს, 18 ნოემბერს გამართავს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.

„სახელმწიფო მდივან პომპეოსთვის სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა ორბელიანის ისტორიულ სასახლეში, სადაც ადრე აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული. შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა აშშ-ის სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პომპეოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე შედგება – 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიები არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ და დეპუტატის მანდატებზე უარს აცხადებენ. 

 

მთავარი თემები