https://sputnik-georgia.com/20201118/ashsh-saelchi-pompeostvis-sasiamovno-iyo-zurabishviltan-shexvedra-250079777.html
აშშ-ის საელჩო: მაიკ პომპეოსთვის სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა
აშშ-ის საელჩო: მაიკ პომპეოსთვის სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა
Sputnik საქართველო
პომპეოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. 18.11.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-11-18T10:38+0400
2020-11-18T10:38+0400
2021-10-19T17:41+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/12/250079414_0:30:1280:754_1920x0_80_0_0_c583799497da38dcfd62ba2255315d00.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/12/250079414_46:0:1246:754_1920x0_80_0_0_d6526a04a307ec6a9ee0a5205a4aac63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
აშშ-ის საელჩო: მაიკ პომპეოსთვის სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა
10:38 18.11.2020 (განახლებულია: 17:41 19.10.2021) პომპეოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან გამართა.
მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია და ოფიციალურ შეხვედრებს დღეს, 18 ნოემბერს გამართავს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.
„სახელმწიფო მდივან პომპეოსთვის სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა ორბელიანის ისტორიულ სასახლეში, სადაც ადრე აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული. შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა აშშ-ის სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პომპეოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე შედგება – 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიები არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ და დეპუტატის მანდატებზე უარს აცხადებენ.