05:48 06 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (598)
5310

გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან შეთავაზებებზე უარის თქმა იმაზე მიუთითებს, რომ გაყალბებებს ადგილი არ ჰქონია.

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. მმართველმა გუნდმა ოპოზიციას ყველა იმ უბნის გადათვლა შესთავაზა, რომელთან დაკავშირებითაც რაიმე ეჭვი ან დასაბუთებული პოზიცია არსებობს, განუცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გია ვოლსკიმ „პირველ არხს“.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ხელახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნით ქვეყანაში ორი კვირაა საპროტესტო აქციები ტარდება. კენჭისყრის შედეგებით პარლამენტში შესულმა ყველა ოპოზიციურმა ძალამ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა დეპუტატის მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

„არჩილ თალაკვაძის მიერ პირველივე შეხვედრიდან გაცხადებული იყო, რომ მმართველი გუნდი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტს დაუშვებს და გადათვლის იმდენ უბანს, რამდენსაც კონკრეტული სადამკვირვებლო მისია მოითხოვს, სადაც კი რამე ეჭვი ან დასაბუთებული პოზიცია არსებობს იმ მყვირალა ბრტყელ-ბრტყელი ფრაზების გარდა. აგრეთვე ძალაში რჩება შეთავაზება, რომ ნებისმიერი უბანი იყოს განხილული ვიდეოთვალის მეშვეობით“, – აღნიშნა ვოლკიმ.

მისი თქმით, ყველა ამ შეთავაზებაზე უარის თქმა მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნების გაყალბებას ადგილი არ ჰქონია. როდესაც გადათვლაზეა ლაპარაკი, ოპოზიციისთვის, რომელსაც პრაქტიკულად არგუმენტი არ დარჩა, ეს ძალიან მტკივნეული ნაწილია, აღნიშნა ვოლსკიმ.

დარჩა ერთი მოთხოვნა: რა შედეგით დასრულდა ოპოზიციის და მმართველი პარტიის მეორე შეხვედრა>>

„გარკვეულ გადაცდომებს ადგილი ჰქონდა, რასაც არ შეიძლება გავლენა ჰქონოდა შედეგებზე. ამას მოწმობს საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების დასკვნები. მათ შორის სახელმწიფოების განცხადებები, პოლიტიკური განცხადებები, ასევე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის განცხადებები“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკი ასევე შეეხო კონკრეტულ გადაცდომებს. მაგალითად, ბიულეტენებს, სადაც მეტობა ან ნაკლებობა დაფიქსირდა. რომ გადავთვალოთ უბნების რაოდენობაზე, გამოვა, რომ თითო უბანში სამი ან ოთხი ასეთი გადაცდომა მოხდა. რაც შეეხება მეტობას, მხოლოდ ოთხ ათეულ ბიულეტენზეა საუბარი, რომელიც მიზერულზე უფრო ნაკლები ციფრია, აღნიშნა ვოლსკიმ.

მისი თქმით, 0,17 პროცენტი მთლიანი ამომრჩევლის რაოდენობიდან არის ის ხმები, რომლებიც შეადგენენ გარკვეულ ოქმებში დისბალანსის მიზეზს. ხოლო დისბალანსი არ შეიძლება ჩაითვალოს თავად ოქმის გაყალბების ინდიკატორად.

მმართველ გუნდში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (598)

მთავარი თემები