საქართველოს პრეზიდენტმა მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიმაია სანდუ
მაია სანდუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
თანამედროვე მოლდოვის ისტორიაში ქვეყნის პრეზიდენტი პირველად გახდება ქალი – მაია სანდუმ არჩევნების მეორე ტურში ხმების 57,75% მიიღო.

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მაია სანდუს მოლდოვაში გამართულ საპრეზოდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, ამის შესახებ სახელმწიფო მეთაურმა Twitter-ზე დაწერა. 

მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნები - Sputnik საქართველო
მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური: ვინ ლიდერობს ეგზიტპოლებით

„გილოცავთ დამსახურებულ გამარჯვებას. ჩვენს რეგიონში კიდევ ერთი ქალი პრეზიდენტი ძალიან მნიშვნელოვანია. მოუთმენლად ველი თანამშრომლობასა და ევროპისკენ საერთო გზის გაკვლევას“, – წერს ზურაბიშვილი.

მოლდოვაში 15 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი და ქვეყნის ექს-პრემიერი, პარტია „მოქმედება და სოლიდარობის“ ლიდერი მაია სანდუ მონაწილეობდნენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სანდუმ ხმების 57,75% მიიღო, ხოლო დოდონს ხმა ამომრჩევლების 42,25%-მა მისცა. თანამედროვე მოლდოვის ისტორიაში ქვეყნის პრეზიდენტი პირველად გახდება ქალი.

ყველა ახალი ამბავი
0