06:24 06 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (104)
75 0 0

რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟდება დიდი ბანერები, რომლებზეც არჩევნების ფალსიფიკაციის წარწერასთან ერთად საქართველოს და აშშ-ის დროშები იქნება გამოსახული

თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. ოთხშაბათს, 18 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე მდუმარე აქციას გამართავს, ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ უამბო.

მაიკ პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრება. ის გამართავს შეხვედრებს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.

უგულავას თქმით, მდუმარე აქციის მონაწილეები ორმეტრიან დისტანციას დაიცავენ და ოპერის თეატრიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით დაეწყობიან.

„ოთხშაბათს დილის 11:00 საათზე, ოპერიდან რესპუბლიკის მოედნის, რუსთაველის მეტროს, ფილარმონიისა და მელიქიშვილის მიმართულებით იქნება ჯაჭვი ორმეტრიანი დისტანციით. ყოველ ადამიანს, ვინც მოვა, მიეცემა სტიკერი, რომელსაც ეწერება „გაყალბებულია“. დააფენს, დადგება დაიჭერს პლაკატს. ასევე, იქნება ბანერები, რომელსაც ზევიდან ექნება ამერიკის და საქართველოს დროშა“, – აღნიშნა უგულავამ.

მისი თქმით, რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟდება დიდი ბანერები, რომლებზეც არჩევნების ფალსიფიკაციის შესახებ წარწერასთან და საქართველოს და აშშ-ის დროშებთან ერთად იქნება წარწერა იმის შესახებ, რომ „მიმდინარეობს სახელმწიფოს მიტაცება რუსი ოლიგარქის მიერ“.

როგორც პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, ოპოზიციის ლიდერები განხილვას გააგრძელებენ და ხვალ 11 საათზე შეხვდებიან.

„დღეს იყო სამუშაო შეხვედრა, თითოეულ შეხვედრაზე ჩვენ ვიხილავთ მიმდინარე თემებს, ტექნიკურ დეტალებს შემდგომი ნაბიჯების, რაიმე განსაკუთრებული გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ხვალ „ლელოს“ ოფისში გვექნება შეხვედრა და გავაგრძელებთ დეტალებზე მსჯელობას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა, რომელზეც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტისთვის აქციის ტექნიკური საკითხები და ფორმა განიხილებოდა, „ლელოს“ ოფისში ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ნოემბრის ტურნეს ფარგლებში მაიკ პომპეო ეწვევა თურქეთს, საქართველოს, კატარს, საუდის არაბეთს და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს.

თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (104)

მთავარი თემები