საქართველოს ცესკომ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაჯამა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაარჩევნო ბიულეტენები ურნაში
საარჩევნო ბიულეტენები ურნაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 992 891-მა ამომრჩეველმა მიიღო. ბათილად იქნა ცნობილი 65 434 ბიულეტენი.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეაჯამა პროპორციული სისტემით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელთა თანახმად 48,22%-ით მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.

პარლამენტში ასევე რვა ოპოზიციური პარტია და ბლოკი შევიდა:

პარტია/ბლოკი ხმათა რაოდენობა ხმების პროცენტი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 523 127 27,18%
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 72 986 3,79%
„ლელო საქართველოსთვის“ 60 712 3,15%
„სტრატეგია აღმაშენებელი“ 60 671 3,15%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 60 480 3,14%
„გირჩი“ 55 598 2,89%
„მოქალაქეები“ 25 508 1,33%
ლეიბორისტული პარტია 19 314 1%

ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 992 891-მა ამომრჩეველმა მიიღო. ბათილად იქნა ცნობილი 65 434 ბიულეტენი.

ეს შედეგები 24 საათის განმავლობაში სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს.

ყველა ახალი ამბავი
0