თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეაჯამა პროპორციული სისტემით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელთა თანახმად 48,22%-ით მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.
პარლამენტში ასევე რვა ოპოზიციური პარტია და ბლოკი შევიდა:
პარტია/ბლოკი | ხმათა რაოდენობა | ხმების პროცენტი |
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ | 523 127 | 27,18% |
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ | 72 986 | 3,79% |
„ლელო საქართველოსთვის“ | 60 712 | 3,15% |
„სტრატეგია აღმაშენებელი“ | 60 671 | 3,15% |
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ | 60 480 | 3,14% |
„გირჩი“ | 55 598 | 2,89% |
„მოქალაქეები“ | 25 508 | 1,33% |
ლეიბორისტული პარტია | 19 314 | 1% |
ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 992 891-მა ამომრჩეველმა მიიღო. ბათილად იქნა ცნობილი 65 434 ბიულეტენი.
ეს შედეგები 24 საათის განმავლობაში სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს.