08:40 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
6410

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კომენტარი არ გააკეთა თბილისში პომპეოს ოპოზიციის წარმომადგენლებთან შესაძლო შეხვედრის საკითხთან დაკავშირებით

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო  საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ გამოხატავს ვაშინგტონის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, იუწყება РИА Новости.

პომპეო საქართველოს 17–18 ნოემბერს ეწვევა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. 

 „საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება და როგორც ჩვენ უკვე ვთქვით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიისა და ქართველი ხალხისთვის“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სატელეფონო ბრიფინგისას.

 „ჩვენ,  რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას რათა კვლავ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – განაცხადა მან.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს არ უსაუბრია ვიზიტის პროგრამაში ცვლილებების შესახებ, კერძოდ, მან კომენტარი არ გააკეთა პომპეოს ოპოზიციის წარმომადგენლებთან შესაძლო შეხვედრის საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ქართული ოპოზიცია აქტიურად მსჯელობს.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმართება. პარლამენტში შესულმა შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ არ შევლენ საკანონმდებლო ორგანოში, რადგანაც არჩევნები გაყალბდა.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის ქმედებებს დესტრუქციულს უწოდებენ და მათ დესტაბილიზაციასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

მთავარი თემები