17:09 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (95)
111 0 0

ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ აუცილებლად უნდა წავიდეს დათმობაზე.

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები ერთი წლის განმავლობაში – ასეთია ოპოზიციური პარტია „გირჩის“ პირობა იმისთვის, რომ მისმა გუნდმა ბოიკოტზე უარი თქვას და მეათე მოწვევის პარლამენტში მუშაობას შეუდგეს.

ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან პოზიციების ცვლილებას ელოდება>>

ქართული ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმართება. პარლამენტში გასულმა ყველა პარტიამ განაცხადა, რომ არ შევა საკანონმდებლო ორგანოში, რადგან არჩევნები გაყალბდა.

„ოპოზიცია ითხოვს ხელახალ არჩევნებს, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც ადამიანებმა შეიძლება აღიქვან, რომ ხელისუფლება ისეთ დათმობაზე წავიდა, რომ ხელისუფლება გადააბარა... მაშინ, მგონია, „გირჩი“ შევა პარლამენტში და სხვა ოპოზიციაც შევა პარლამენტში“, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ.

ამ დროისათვის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით მოალაპარაკებებია დაწყებული. მხარეებმა ერთმანეთს პოზიციები გააცნეს და მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე შეთანხმდნენ.

თალაკვაძე: დიალოგი დაიწყო, გავცვალეთ არგუმენტები>>

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მესამე ვადით რჩება. მან 150-დან 76 მანდატი მიიღო.

პარლამენტში ასევე შევიდნენ:

  •  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 27,18%
  • „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 3,79%
  • „ლელო საქართველოსთვის“ – 3,15%
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15%
  • „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%
  • „გირჩი“ – 2,89%
  • „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1%

რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, მეორე ტური 30-დან 17 ოლქში უნდა ჩატარდეს.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციებს მართავს. შემდეგი აქცია ხვალ, 14 ნოემბერს არის დაგეგმილი.

„დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“ – საქართველოს პრემიერი საპროტესტი აქციებს ეხმაურება>>

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციულს უწოდებენ და მათ დესტაბილიზაციის მცდელობასა და სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (95)

მთავარი თემები