ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან პოზიციების ცვლილებას ელოდება

© Sputnik / Vladimir Umikashviliგიორგი ვაშაძე საპროტესტო აქციაზე
გიორგი ვაშაძე საპროტესტო აქციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას ცხრა პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა საქართველოში ამერიკის ელჩის რეზიდენციაში შედგა.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დაწყებული მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ ოპოზიციას იმედი გაუჩნდა, რომ მთავრობა გარკვეულ პოზიციებს შეცვლის, ამისათვის სივრცე არსებობს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ბურჯანაძე: ბუნებრივია, რომ მაიკ პომპეო ოპოზიციას არ ხვდება >>

დღეს მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. მმართველი გუნდიდან მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ხოლო ოპოზიციიდან ყველა იმ პარტიის წარმომადგენელი დაესწრო, ვინც 31 ოქტომბრის არჩევნებზე საპარლამენტო მანდატი მიიღო.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
თალაკვაძე: დიალოგი დაიწყო, გავცვალეთ არგუმენტები

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები განიხილეს. ასევე, ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უახლოეს დღეებში გაიმართება. 

ცოტა ხნის წინ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე რაიმე კონკრეტული შედეგი არ დამდგარა, თუმცა მხარეებმა კონსტრუქციულ გარემოში არგუმენტები გაცვალეს.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, შეხვედრაზე მხარეებმა თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს, თუმცა ის მიიჩნევს, რომ კომპრომისზე საუბარი ნაადრევია.

„ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიციები. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპისთვის საკმაოდ განსხვავებული პოზიციები გვაქვს. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, რადგან გაყალბებული არჩევნებია, თუმცა დიდი ხანი მოვანდომეთ იმას, რომ დეტალურად გაგვეცვალა ჩვენი პოზიციები. ერთი, რაზეც შევთანხმდით, აუცილებლად იქნება შემდეგი შეხვედრა, არ ვიცით კონკრეტულად როდის, მაგრამ ოპოზიციის პოზიცია არის ერთიანი ამ შემთხვევაში. ჩვენ ის დავაფიქსირეთ, რასაც საჯაროდ ვამბობდით, ეს არის ახალი არჩევნები, ეს არის საარჩევნო სისტემის სრული ცვლილება და საარჩევნო პროცედურების ცვლილება, ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი, ეს არის ბოიკოტი და რაღა თქმა უნდა, ეს არის აქციების გაგრძელება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ“, – აღნიშნა მან.

გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო
„ველურები ხომ არ ვართ“ – ვაშაძე „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების აუცილებლობის შესახებ

მან ასევე განაცხადა, რომ 14 ნოემბრის აქცია კვლავ ძალაში რჩება.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ასევე ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა. მან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ არსებობს სივრცე ისეთი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც ვითარებას განმუხტავს, თუმცა მოლაპარაკების დასრულებამდე დეტალების დაკონკრეტებისგან მან თავი შეიკავა.

„გვქონდა ჩვენი ხედვა და არგუმენტები, თუ რატომ გაყალბდა არჩევნები... ბატონ თალაკვაძეს ჰქონდა თავისი არგუმენტები, რომ არ გაყალბებულა მასშტაბურად არჩევნები და რაღაც გარკვეული გამოსავლის მსგავსი შემოგვთავაზა, ამ დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ. დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების გამოტანა წესი არ არის, როცა არ არის დასრულებული შეხვედრა... მოთხოვნების გადახედვას არ ვაპირებთ, ჩვენ ჩვენი მოთხოვნები ვუთხარით... მოლაპარაკების მომდევნო რაუნდზე ყველაფერი ალბათ, უფრო მკაფიო იქნება. კონსესუსისთვის სივრცე რომ არ იყოს, არც დღეს შევხდებოდით და არც მომდევნო შეხვედრას დავთქვამდით. არის სივრცე, რომ საერთო ჯამში, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც ვითარებას განმუხტავს. ორივე მხარეს გვესმის, რომ არ არის მარტივი ვითარება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, მას მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ყველაფერი განსაკუთრებულად მოხდება: ოპოზიცია პომპეოს საპროტესტო აქციით დახვდება >>

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე. მეორე კვირაა საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0