21:52 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (86)
64 0 0

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გამოყენებას, მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესი დიალოგის ფორმატში წარიმართოს.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. ხელისუფლების მიერ ცესკოსთან არამართლზომიერი ძალის გამოყენებამ დიალოგის ჩაშლა განაპირობა, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა პარტიის თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებებთან დაკავშირებით.

„დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“ – საქართველოს პრემიერი საპროტესტი აქციებს ეხმაურება>>

გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ დიპლომატების ჩართულობით პარტიებს შორის დიალოგი მიმდინარეობდა, რომელიც ჩაიშალა. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა გახდა ჩაშლის მიზეზი.

არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიცია აქციებს მართავს. კვირას ცესკოსთან საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.

როგორც ბეჟაშვილი განმარტავს, დიალოგის ჩაშლის მიზეზი იმ არამართლზომიერი ძალის გამოყენება გახდა, რომელიც ხელისუფლებამ გამოიყენა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.

ბეჟაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გამოყენებას, მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესი დიალოგის ფორმატში წარიმართოს.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ცესკოსთან ხალხის მშვიდობიან პროტესტზე ხელისუფლებას არაადეკვატური მოქმედებები ჰქონდა. ბუნებრივია, ამ მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი აღარ ექნებოდა, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესი დიალოგის ფორმატში გადაიზარდოს. მთავარი ამოსავალი დებულება უნდა იყოს ის, რაც 31 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა განახორციელა, რომ მხარი დაუჭირა ოპოზიციის კოალიციურ მმართველობას“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილი კატეგორიულად უარყოფს პარტიაში რამე სახის დაპირისპირებას და აღნიშნავს, რომ გრიგოლ ვაშაძემ განცხადება თავისი შეხედულებით გააკეთა.

პოლიტიკური კრიზისი: მიუსხდებიან თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდას>>

„არანაირ პარტიულ დაპირისპირებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. მან განცხადება გააკეთა თავისი შეხედულებით, საელჩოების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებიც მისი შეხედულებით მიმდინარეობდა. პარტიულ დაპირისპირებას გამოვრიცხავ, აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის არსებობდა. რა თქმა უნდა, ცალკეული ადამიანები ინფორმირებულები იქნებოდნენ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა გრიგოლ ვაშაძემ პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ეს ინფორმაცია სიცრუეა.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს, ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმართება. აშშ-ის დიპლომატიური მისია და ევროპელი დიპლომატები მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ და ამ პროცესში შუამავლის როლის შესრულებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,23% მიიღო და საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობას ჩამოაყალიბებს.

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უარი განაცხადა დეპუტატის მანდატსა და 17 საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე. ისინი არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ და საპროტესტო აქციებს აგრძელებენ.

თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (86)

მთავარი თემები