„ველურები ხომ არ ვართ“ – ვაშაძე „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების აუცილებლობის შესახებ

© Sputnik / Vladimir Umikashviliგრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, მას სწამს, რომ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან გასული პერიოდის განმავლობაში ორმა მხარემ – ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთმანეთთან ლაპარაკი ისწავლა.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. ქართველმა პოლიტიკოსებმა მოკავშირე ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებში აღარ უნდა ირბინონ და ეხვეწონ მათ ხელმძღვანელობას, დაეხმარონ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმებაში, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერთან“ ინტერვიუს დროს.

გრიგოლ ვაშაძემ სამშაბათს გაავრცელა მიმართვა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, პოლიტიკური პროცესები მოლაპარაკებების მაგიდასთან რაც შეიძლება სწრაფად გადაიტანონ და ქუჩა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნებით შეცვალონ.

პოლიტიკური კრიზისი: მიუსხდებიან თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდას>>

ვაშაძის თქმით, ამას შეიძლება კატასტროფა ვუწოდოთ, როდესაც პოლიტიკოსები ვიღაცას მიმართავენ დახმარებისთვის იმ მიზეზით, რომ „ველურები ვართ და ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით“.

„თუ არ შევედით მოლაპარაკებებში, ვერც იმას გავიგებთ, ეს მოლაპარაკებები დამთავრდება წარმატებით თუ წარუმატებლად“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილება ასეთია: გაგრძელდეს პროტესტები, რათა მთავრობამდე მივიდეს საქართველოს მოქალაქეების სრულიად კანონიერი აღშფოთება, მაგრამ ასევე მიმართონ პოლიტიკურ შემადგენელს – დიალოგს.

საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
კომპრომისი თუ... ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა?

„გამოსავალი რა არის აქედან? ხელისუფლების თურქმენიზაცია და ოპოზიციის მარგინალიზაცია? ეს არის, ასე წარმოგვიდგენია ჩვენი სახელმწიფოს მომავალი?!“ – აღნიშნა ვაშაძემ.

წამყვანის კითხვაზე, რა იქნება მოლაპარაკებების წარმატებული დასასრული, პარტიის ლიდერმა უპასუხა, რომ ეს არის ისეთი მთავრობის შექმნა, რომელიც ეროვნული კონსოლიდაციის საფუძველზე შეძლებს ბრძოლას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, დემოგრაფიულ კრიზისებთან და პანდემიასთან.

„წარმატებით დასრულება იზომება ისეთი ხელისუფლებისა და პარლამენტის შექმნით, რომელიც სრულიად დააკმაყოფილებს, უპირველეს ყოვლისა, იმ აღშფოთებული ადამიანების აზრს, რომლებიც დღეს ქუჩაში სიცივეში, უკვე ყინვაში, ღამე დგანან და ელოდებიან, რომ მათ ხმას ვინმე გაიგებს. მაგრამ ამის ზუსტი რეცეპტი არ მაქვს“, – განაცხადა ვაშაძემ.

სახალხო დამცველმა ოპოზიციას და ხელისუფლებას დაუყოვნებლივ მოლაპარაკებისკენ მოუწოდა>>

ის დარწმუნებულია თავისი გადაწყვეტილების სისწორეში და, თუ საჭირო გახდება, მზადაა უმცირესობაში დარჩეს და ყველას დაუპირისპირდეს. პოლიტიკოსს სწამს, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან განვლილ პერიოდში მხარეებმა ერთმანეთთან ლაპარაკი ისწავლეს.

ყველა ახალი ამბავი
0