05:31 06 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (598)
68 0 0

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დიდუბე-ჩუღურეთის მე-8 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა დატოვეს და შემაჯამებელ ოქმებს ხელი არ მოაწერეს

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. დიდუბე-ჩუღურეთის მე-8 საოლქო საარჩევნო კომისიის დღევანდელ სხდომაზე პროპორციული და მაჟორიტარული შედეგების შემაჯამებელი ოქმები შედგა, იუწყება პირველი არხი.

პოლიტიკური კრიზისი: მიუსხდებიან თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდას >>

გავრცელებული ინფორმაციით, შემაჯამებელ ოქმებს კომისიის ყველა წევრმა მოაწერა ხელი, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების გარდა. ისინი შემაჯამებელ ოქმს არ ეთანხმებიან.

„ოქმს ხელი მოაწერა კომისიის ყველა წევრმა, გარდა იმ ორი ადამიანისა, ვინც სხდომა დატოვა. სულ გადავითვალეთ 7 უბანი, 80-მდე საჩივარი იყო, ნაწილი განუხილველი დარჩა და ნაწილი, რა თქმა უნდა, განვიხილეთ. გვქონდა 8 სასამართლო, აქედან მხოლოდ ორი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის შედეგადაც, მოხდა ერთი გადათვლა და ერთი გადაწყვეტილება უკვე დაკმაყოფილებული გვქონდა. შესაბამისად, დაკმაყოფილებულად ჩაითვალა“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ ლიკა ავალიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, დიდუბე-ჩუღურეთში არჩევნების მაჟორიტარულ ნაწილში გამოცხადდა მეორე ტური, სადაც გადავიდა ორი კანდიდატი – გიორგი ვოლსკი და ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე. ცესკოს მონაცემებით, ვოლსკიმ ხმების 42,64% მიიღო, ჯაფარიძემ - 21,06%.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი თქმით, ოქმის შეჯამებისას რიცხვებით მანიპულაცია მოხდა.

„დემონსტრაციულად დავტოვე სხდომა და შემაჯამებელ ოქმებს ხელი არ მივაწერე, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. 40 პროცენტზე მეტი შესწორება მოხდა შემაჯამებელი ოქმების. ეს იმას ნიშნავს, რომ მოხდა გადასწორება, რიცხვებით მანიპულაცია. ჩვენს დამკვირვებლებს, წარმომადგენლებს გვქონდა მოთხოვნები,  დათვლილიყო უბნები. აქედან მხოლოდ 7 უბანი გადაითვალა. ამ შვიდში კიდევ რამდენიმე უბნის მონაცემები სერიოზულად შეიცვალა“, – განაცხადა კომისიის წევრმა „ევროპული საქართველოდან“ ლაშა დვალიშვილმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მის არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ პარტიაში არჩევნების გაყალბებას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ იგი თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა, რაზეც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებებიც მეტყველებს, ოპოზიციის მოქმედებებს კი დესტრუქციად აფასებენ.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (598)

მთავარი თემები