12:56 01 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9840
  • 100 RUB4.3704
  • USD3.3253
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (138)
17712

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა განმარტა, რატომ გაუხსნა ქვეყანამ საჰაერო სივრცე რუსულ თვითმფრინავებს.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველომ გამონაკლისის სახით მისცა რუსეთს თავისი საჰაერო სივრცის დროებით გამოყენების უფლება სამშვიდობო კონტინგენტის მთიან ყარაბაღში გადასაყვანად, განუცხადა სააგენტო РИА Новости-ს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.

„როგორც აზერბაიჯანული, ისე სომხური მხარეების თხოვნით, გამონაკლისის სახით, რუსი მშვიდობისმყოფელების კონტინგენტის ნაწილი წინასწარ შეთანხმებული, განსაზღვრული და შემოფარგლული პერიოდის განმავლობაში დაპირისპირების ზონაში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით იქნება გადაყვანილი. ამის თაობაზე ჩვენი პარტნიორები ინფორმირებული არიან“, — განაცხადა აბაშიძემ.

მანამდე, 9 ნოემბერს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა — ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. განცხადების თანახმად, ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განთავსდებიან, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე დარჩებიან და ამასთან ტყვეთა გაცვლას დაიწყებენ.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთი მთიან ყარაბაღში 1 960 სამხედრო მოსამსახურეს, 90 ჯავშანტრანსპორტიორს, 380 ერთეულ სხვა სპეციალურ ტექნიკას განათავსებს. სამშვიდობო ოპერაციის მართვის მიზნით სტეფანაკერტის მიდამოებში რუსეთის სამშვიდობო ძალების შტაბი განთავსდება.

 

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (138)

მთავარი თემები