02:15 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (89)
44 0 0

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ მათ ხელი შეუწყვეს ხმების გადათვლის პროცესს ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკებების გარეშე, რაც სრული გამჭვირვალობის ნიშანია.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. დაბალი პოლიტიკური კულტურის მანიშნებელია ოპოზიციის მხრიდან, როდესაც ისინი აგებენ არჩევნებს და შემდეგ შანტაჟისა და ულტიმატუმის ენით საუბრობენ, განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „პირველი არხის“ გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ საუბრისას.

ირაკლი კობახიძე კონკრეტულად საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების გადათვლის პროცესს შეეხო და აღნიშნა, რომ იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციას ეს მიეღო, როგორც პოზიტიური განვითარება, როგორც დადებითი მოვლენა, სწორედ ეს გადათვლა გამოიყენა დესტრუქციის საბაბად.

„ჩვენ ყოველგვარი დათქმისა და მოლაპარაკების გარეშე ხელი შევუწყვეთ იმას, რომ გადათვლის პროცესი დაწყებულიყო. საქართველოს საარჩევნო ისტორიაში, რომ დააჯამოთ ყველა არჩევნები 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჯამში 39 უბანი არ იქნება გადათვლილი. ჩვენ ვაჩვენეთ სრული გამჭვირვალობა ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკების გარეშე. 29 უბანი გადაითვალა, ერთი გაუქმდა, რადგან აშკარა იყო სერიოზული ხარვეზი, რასაც მოჰყვა მეორე ტურის დანიშვნა შესაბამის ოლქში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია ზუსტად იმ ოლქებში, სადაც გადათვლა ხდებოდა, შეეცადა არეულობისა და ხმაურის შეტანას.

„ცდილობდნენ არაუფლებამოსილი პირები შეჭრას, შესვლას შესაბამის საოლქო კომისიებში და ა.შ. ჩვენ შეიძლება ნებისმიერი დადებითი ნაბიჯი გადავდგათ, მაგრამ პასუხი თუ არ მივიღეთ ამაზე, ვითარება არ დალაგდება, საჭიროა მაგიდასთან დაჯდომა და მოლაპარაკება“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის აზრით, საქართველოში პოლიტიკური კულტურა გასავითარებელია, რაზეც მეტყველებს თუნდაც ის, რომ დიალოგისთვის საერთაშორისო პარტნიორების დახმარება ხშირად ხდება საჭირო.

კობახიძე საერთაშორისო პარტნიორების ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობას მნიშვნელოვანს უწოდებს.

„საქართველოში პოლიტიკური კულტურა ჯერ კიდევ საჭიროებს განვითარებას. თავისთავად პრობლემაა, რომ ამ მხრივ ხშირად გვჭირდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარება. ქართული დამოუკიდებლობის ისტორია აღდგენის შემდეგ ითვლის სულ რაღაც 30 წელიწადს, ანუ მოსეს გზა გვაქვს გასავლელი, სავარაუდოდ, კიდევ 10 წელი დაგვჭირდება იმისთვის, რომ მივაღწიოთ ჩვენი პოლიტიკური კულტურის სრულფასოვან განვითარებას“, – განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

ირაკლი კობახიძე სუს-ში გამოიკითხა: საქმე ე.წ. რევოლუციურ სცენარს ეხება>>

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (89)

მთავარი თემები