გიგი წერეთელი: იმედი მაქვს შეთანხმება დაიცავს კონფლიქტის ზონაში მოსახლეობის სიცოცხლეს

© photo: Gigi Tsereteli / FBგიგი წერეთელი
გიგი წერეთელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აუცილებელია მხარეებმა მიაღწიონ ამ კონფლიქტის გრძელვადიან და ყოვლისმომცველ დარეგულირებას და საბოლოოდ ააშენონ მომავალი ერთად, განაცხადა წერეთელმა.

თბილისი, 11  ნოემბერი – Sputnik. ვიმედოვნებ, რომ შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც მთიანი ყარაბაღის რეგიონში ომის შეჩერებას ითვალისწინებს, საბოლოოდ დაიცავს კონფლიქტის ზონაში მყოფი სამოქალაქო მოსახლეობის სიცოცხლეს, ასე გამოეხმაურა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას. 

მთიანი ყარაბაღი - სტეპანაკერტი - Sputnik საქართველო
მთიანი ყარაბაღი და ახალი რეალობა სამხრეთ კავკასიაში: ხედვა საქართველოდან

სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით 2020 წლის 10 ნოემბრიდან მთიან ყარაბაღში ცეცხლისა და საომარი მოქმედებების სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის სახელმწიფო მეთაურებმა 9 ნოემბერს მოაწერეს ხელი. განცხადების თანახმად, ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განთავსდებიან, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე დარჩებიან და ამასთან ტყვეთა გაცვლას დაიწყებენ.

„მოვუწოდებ ყველა მხარეს, დაადასტურონ თავიანთი ერთგულება კეთილსინდისიერი, მშვიდობიანი მოლაპარაკებებისადმი, დაუშვან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო დაბრუნება, მიაღწიონ ამ კონფლიქტის გრძელვადიან და ყოვლისმომცველ დარეგულირებას და საბოლოოდ ააშენონ მომავალი ერთად“, – ნათქვამია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებაში.

გიგი წერეთელი ასევე გამოეხმაურა სომხეთში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც მიღწეული შეთანხმებით უკმაყოფილო დემონსტრანტები პარლამენტის შენობასა და მთავრობის სახლში შეიჭრნენ. 

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
„იწყება ახალი ეპოქა“ – საქართველოს პრეზიდენტი ყარაბაღის მოვლენებს ეხმაურება

„მკაცრად ვგმობ დემონსტრანტების მხრიდან გამოხატულ ძალადობას. ეჭვგარეშეა, რომ ეს არის მტკივნეული და ემოციური დღე სომეხი ხალხისთვის, თუმცა, მოვუწოდებ მათ, შეინარჩუნონ რწმენა თავიანთი დემოკრატიულად არჩეული ინსტიტუტებისადმი“, – ნათქვამია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებაში.

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო, რაშიც ერევანი და ბაქო ერთმანეთს სდებენ ბრალს. მხარეებმა რამდენჯერმე მოილაპარაკეს ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ ბრძოლები ამ დრომდე გრძელდებოდა.

კონფლიქტის მონაწილეებმა სრული ან ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადეს. ომმა მშვიდობიანი მოსახლეობა იმსხვერპლა.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც ავტონომიის მოსახლეობის სომხურმა ნაწილმა საბჭოთა აზერბაიჯანის შემადგენლობიდან საბჭოთა სომხეთის შემადგენლობაში გადასვლა მოისურვა. კონფლიქტი 1990-იანი წლების დასაწყისში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. 1992–1994 წლებში ბაქომ მთიან ყარაბაღზე და მიმდებარე შვიდ რაიონზე კონტროლი დაკარგა.

ყველა ახალი ამბავი
0