კალაძე: ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, მთავრობას „ქართული ოცნება“ დააკომპლექტებს

© photo: Sputnik / Stringerქართული ოცნების ბანერი
ქართული ოცნების ბანერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მზადაა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდასთან შეხვდეს.

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. ქართველმა ხალხმა 31 ოქტომბერს დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი და მილიონმა ადამიანმა მმართველ გუნდს ნდობა გამოუცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობას „ქართული ოცნება“ დააკომპლექტებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

გია ხუხაშვილი - Sputnik საქართველო
ხუხაშვილი: ხელისუფლებას არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოვუწოდებ

კალაძე გუშინ ცესკოთან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და ყველა მოქალაქეს, როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს, სიმშვიდის შენაჩუნებისა და კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები, შეიძლება წარმოვადგენდეთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს. სასიამოვნო საყურებელი არ არის როგორც ის, თუ როგორ ესვრიან მომიტინგეები პოლიციელებს ქვებს, როგორ ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას და ცესკოს შენობაში შეჭრას, ისე იმის ხილვა, თუ როგორ გახდა იძულებული პოლიცია მომიტინგეთა თავდასხმა წყლის ჭავლით მოეგერიებინა“, – განაცხადა კალაძემ.

„ქართული ოცნების" გენერალური მდივნის განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მზადაა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ოპოზიციასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს და ყველა საკითხზე მსჯელობა ცივილიზებულ გარემოში მოხდეს. 

აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
ბათუმი საპროტესტო აქციის შემდეგ: მთავრობის სახლი კარვებითაა გარშემორტყმული

კვირას ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისსა და ბათუმში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გამართეს. საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ოპოზიციამ ულტიმატუმი წამოაყენა – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა. თბილისში გამართული აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ გაემართნენ, ბათუმში კი მომიტინგეებმა აჭარის მთავრობის შენობის წინ კარვები გაშალეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა, რის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი. 

ოპოზიციის საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დღეს, 18:00 საათზე განახლდება.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

ყველა ახალი ამბავი
0