02:18 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (89)
72 0 0

პარლამენტთან გამართულ აქციაზე ხელისუფლებისთვის მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მმართველი გუნდიდან ოპოზიციის  წარმომადგენლებთან კონტაქტზე ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე გამოვიდნენ და შეხვედრის გამართვა ხვალ შესთავაზეს.

თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ სიმართლეს არ შეესაბამება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადება, თითქოს მმართველი გუნდიდან მიტინგზე მყოფ ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ.

„ვარდების რევოლუციის“ თაობა“ - რა განცხადებები გაკეთდა თბილისის საპროტესტო აქციაზე >>

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საღამოს რვა საათამდე ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენების მოთხოვნა გაჟღერდა. გარდა ამისა, გაისმა კიდევ ორი მოთხოვნა - ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ხელისუფლებისთვის მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მმართველი გუნდიდან ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონტაქტზე ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე გამოვიდნენ და შეხვედრის გამართვა ხვალ შესთავაზეს.

„რაც შეეხება ოპოზიციასთან კომუნიკაციას, რაზეც აქციაზე გაკეთდა განცხადება, აქ პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ნიკანორ მელიამ თქვა ტყუილი, რაც მას ზოგადად ახასიათებს, და რაც არ არის კაცისთვის შესაქები საქციელი. მან თქვა, თითქოს ჩვენ დავუკავშირდით ოპოზიციის წარმომადგენლებს, რაც არის წმინდა წყლის სიცრუე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში.

კობახიძის თქმით, მას და არჩილ თალაკვაძეს დაუკავშირდა დეპუტატი თინა ბოკუჩავა და არჩევნების თემასთან დაკავშირებით დღეს შეხვედრა ითხოვა. ბოკუჩავას განუმარტეს, რომ, მათი ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორებს სურდათ მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრის ორგანიზება.

„ჩვენ ყოველთვის ანგარიშს ვუწევთ ხოლმე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, მათ წინადადებებს, ჩვენ ვთქვით, რომ დაველოდებოდით მათ პოზიციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ინიციატივა დღეს ბუნებრივია არავითარი შეხვედრის გამართვა არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, გაჟღერებული ინფორმაცია არის ტყუილი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციამ ხელისუფლების პასუხად ცესკოს შენობის პიკეტირება გადაწყვიტა და იქ მიტინგებს მანამდე მოაწყობს, სანამ ხელისუფლება ხელახალ არჩევნებს არ დანიშნავს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

„წამზომი ჩართულია“: ოპოზიციამ ხელისუფლებას სამი მთავარი მოთხოვნა წაუყენა >>

საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ დღეებში დაახლოებით 1 800 საჩივარი შევიდა, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები ძირითადად პროცედურულ საკითხებს შეეხებოდა, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები – საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას.

თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (89)

მთავარი თემები