00:21 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (84)
10010

ოპოზიციამ ხელისუფლებას საღამოს რვა საათამდე მისცა დრო იმისათვის, რომ თანამდებობიდან ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მოხსნან

თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ უკვე რამდენიმე საათია ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. მიტინგზე  მონაწილეები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობას სამი ძირითადი მოთხოვნა წაუყენეს:

  • ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა;
  • ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები;
  • პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

აღსანიშნავია, რომ პირველი მოთხოვნის შესასრულებლად ოპოზიციამ ხელისუფლებას დრო საღამოს რვა საათამდე მისცა.

აქციაზე, რომელიც დღეს 15:00 საათზე დაიწყო, შეკრებილი მომიტინგეების წინაშე სიტყვით თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი წარდგა. Sputnik-საქართველო გთავაზობთ განცხადებებს, რომლებიც აქციაზე გაკეთდა.

თაკო ჩარკვიანი - პარტია „კანონი და სამართალი“

- მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. წაიღო ამ კაცმა ყველაფერი, იყიდა მთელი საქართველო და ჯიბეში ჩაიდო. არ გავატანოთ. კარგად დაგეგმილი სტრატეგიით, აღმშენებლობით, სწორი გეგმით, ისეთი, როგორიც ჩვენს მეფეებს სჩვევიათ, მთავარსარდლებს, რიგითებს, ჯარისკაცებს, იმ გეგმით, სწორად დასახული ერთობით, ისეთი ერთობით, როგორითაც დღეს აქ ვდგავართ, ვაჩვენოთ, რომ ჩვენი ერთი ციდა ქვეყანა არავის თუმანზე არ იყიდება.

შალვა ნათელაშვილი - „ლეიბორისტული პარტია“

- 1989 წლის 9 აპრილს, აქ ქართული პოლიცია, მაშინდელი მილიცია თავისუფლებისთვის გამოსულ ადამიანებს ზედ გადაეფარა და უზარმაზარი მსხვერპლისგან გადავრჩით. პოლიცია გადაეფარა. მინდა, მოვუწოდო ჩვენს ძალოვნებს, პოლიციას, დაყარეთ ეგ მუნდირები ამ სამარცხვინო ხელისუფლების ფეხებთან და შემოუერთდით ხალხს. ვერ ავიტანთ მეტ შიმშილს, სიღატაკეს, ტყუილს, ძარცვას, ქვეყნის დაცლას, მომავლის გაურკვევლობას, თავლაფის დასხმას, შეურაცხყოფას, ძალადობას და ამ ყველაფერზე დღეს იწყება განაჩენის დაწერა.

Шалва Нателашвили. Масштабная акция протеста оппозиции в воскресенье 8 ноября 2020 перед зданием парламента Грузии
© Sputnik / Vladimir Umikashvili
შალვა ნათელაშვილი

გიგი უგულავა - „ევროპული საქართველო“

- ჩვენ ვართ კანონმორჩილი, მშვიდობიანი, „ვარდების რევოლუციის“ თაობა, სიყალბეს არ მიიღებს, რომელიც დიდი ხანი მოითმენს, მაგრამ თუ შედგა ერთობა, ეს ერთობა გადაქაჩავს ყველაფერს. ინტერნეტიც გათიშული იყო იმისთვის, რომ გადაცემა არ ყოფილიყო. ასეთ პატარა მეწვრილმანე ადამიანებთან, მაგრამ ვერაგ ადამიანებთან გვიწევს საქმე. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი დემოკრატიისთვის, ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში იყოს კეთილდღეობა.

Гиги Угулава. Масштабная акция протеста оппозиции в воскресенье 8 ноября 2020 перед зданием парламента Грузии
© Sputnik / Vladimir Umikashvili
გიგი უგულავა

ალეკო ელისაშვილი - პარტია „მოქალაქეები"

- ეს დღეები გაისმის, იმასთან ნუ დადგები, ამასთან ნუ დადგები, ამას ნუ იზამ, იმას ხელი არ ჩამოართვა, იმას არ მიესალმო, დიდი საფრთხის წინაშეა საქართველო და აი, ამ საფრთხეში მომავალს გვართმევენ. ამ საფრთხეში უნდა გადავდოთ აქ მდგომი ვის ვინ გვეხატება გულზე და ვის ვინ არ გვეხატება, ვინ გამარჯობას ვეუბნებით ერთმანეთს, თუ არ ვეუბნებით, ვინ რამდენი პროცენტი აიღო და ვინ რამდენით ნაკლები. საქართველო არის საფრთხეში, ერთხელ და სამუდამოდ ერთ მუშტად უნდა შევიკრათ და ვაჩვენოთ მტერს, ვაჩვენოთ მოყვარეს, რომ ჩვენ თავისუფლებას არ დავთმობთ.

Алеко Элисашвили. Масштабная акция протеста оппозиции в воскресенье 8 ноября 2020 перед зданием парламента Грузии
© Sputnik / Shota Nozadze
ალეკო ელისაშვილი

დავით ბაქრაძე - „ევროპული საქართველო“

- ივანიშვილისთვის, „ქართული ოცნებისთვის“, ჟვანიასთვის თქვენ ხართ უბრალოდ რიცხვები, რიცხვები, რომელიც შეიძლება გადაკეთდეს - 1 უდრის 3-ს, 4 უდრის 9-ს, მაგრამ ერთი არ უდრის 3-ს, არც 4 უდრის 9-ს და ქართველი ხალხი არ უდრის ოლიგარქს და „ქართულ ოცნებას“. ეს უნდა დავანახოთ ყველამ დღეს, რომ ქართველი ხალხი არ უდრის დაშინებას, ქუჩის კრიმინალს, მოსყიდვას და 50 ლარს, იმ უიმედობას და ჭაობს, რომელშიც ყველას გვითრევს ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, ამას ვაჩვენებთ როცა ამდენი ადამიანი გამოვედითю

ნინო ბურჯანაძე - „ერთიანი საქართველო“

- არავინ დაუშვებს იმ შეცდომას, რაც 2003 წელს ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ დაუშვა, როცა ხალხი აქ იდგა, ხოლო თვითონ პარლამენტში შევიდა შევარდნაძისთვის, უკაცრავად, პარლამენტის „გასაპრავებლად“, ის პოლიტიკური პარტიები გაქრნენ პოლიტიკური რუკიდან. დღეს ყველა პარტია, ყველა ლიდერი ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ მოპარული ხმა, მოპარული არჩევნები.

Нино Бурджанадзе. Масштабная акция протеста оппозиции в воскресенье 8 ноября 2020 перед зданием парламента Грузии
© Sputnik / Vladimir Umikashvili
ნინო ბურჯანაძე

მამუკა ხაზარაძე - „ლელო საქართველოსთვის“

- ბრძოლა იქნება უკომპრომისო იმიტომ, რომ ბრძოლა ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხვალინდელ დღეს და ამ ბრძოლას ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ. დღეს ილიას დაბადების დღეა. დიახ, ამდენი ხნის მერე კიდევ აქტუალურია მთავარი საკითხი - ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა? გვეკუთვნის ჩვენ ეს ქვეყანა? აქ დგომით ვამბობთ, რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ და არავის დავუთმობთ! არც თავისუფლებას დავუთმობთ არავის.

Мамука Хазарадзе. Масштабная акция протеста оппозиции в воскресенье 8 ноября 2020 перед зданием парламента Грузии
© Sputnik / Vladimir Umikashvili
მამუკა ხაზარაძე

გრიგოლ ვაშაძე - „ნაციონალური მოძრაობა“

- ვერცერთი პარტია და ვერც პარტიების ერთობა ვერაფერს შეძლებს, თქვენ თუ მტკიცედ არ დადექით, ამიტომ მაქვს ეს თხოვნა - არ დაიღალოთ, არ დანებდეთ, არ მიატოვოთ ეს საქმე, სახლში მისასვლელები ვართ და შვილებს უნდა ჩავხედოთ თვალში და ვუთხრათ: ან ასეთ ქვეყანას გიტოვებთ, რომელზეც ამ ტრიბუნაზე 88 და 90 წელს მდგომი ხალხი ოცნებობდა, ან კიდევ გიტოვებთ პოსტსაბჭოთა ჭაობს, საიდანაც გაიქცევით თქვენ სულ ყველა.

გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი

- ოპოზიციამ დღეს აჩვენა უპრეცედენტო ერთობა, დღეს ოპოზიციამ აჩვენა პრინციპულობა, ოპოზიციამ აჩვენა ის, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვითხოვდით ოპოზიციისგან, მან დაიცვა მოქალაქის ხმა. ოპოზიციამ აჩვენა, რომ არ გაიყიდებიან არცერთ გადმოგდებულ ლუკმაზე და მეტი რა უნდა აჩვენოს ოპოზიციამ?! თუ გუშინ ოპოზიცია შემოხაზე, დღეს აიღე და ენდე მათ ლიდერებს. ან მათ გვერდში დადექი ან გაჩუმდი.

Георгий Маргвелашвили. Масштабная акция протеста оппозиции в воскресенье 8 ноября 2020 перед зданием парламента Грузии
© Sputnik / Shota Nozadze
გიორგი მარგველაშვილი

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ დღეებში დაახლოებით 1 800 საჩივარი შევიდა, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები ძირითადად პროცედურულ საკითხებს შეეხებოდა, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები – საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას.

თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (84)

მთავარი თემები