კობახიძე: აქტიურად ვმუშაობთ მრავალპარტიული პარლამენტისთვის

© photo: Irakli Kobakhidze / FBირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს.

თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. საელჩოების მოწოდებაა, ყველაფერს, რაც არის დაკავშირებული არჩევნებთან, ყველა სადაო საკითხს მოეფინოს ნათელი, განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„საელჩოების მოწოდებაა, რომ ყველაფერს, რაც არის დაკავშირებული არჩევნებთან, ყველა სადაო საკითხს მოეფინოს ნათელი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ ყველასთან საუბრისთვის. ბუნებრივია, მზად ვართ, რომ ჩვენი პარტნიორების ეს მოწოდება გავითვალისწინოთ. რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების ნათელის მოფენას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ყველას ვესაუბრებით“, - განაცხადა კობახიძემ.

აქცია პარლამენტთან . 08.11.2020 - Sputnik საქართველო
თბილისში ოპოზიცია საპროტესტო აქციაზე იკრიბება

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ დღეებში დაახლოებით 1 800 საჩივარი შევიდა, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები ძირითადად პროცედურულ საკითხებს შეეხებოდა, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები – საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკვე 30-მდე უბანი  არის გადათვლილი და ეს პროცესი გაგრძელდება ასევე სააპელაციო სასამართლოში.

„საქართველოში ამ რაოდენობით უბნები არასდროს გადათვლილა, რაც აჩვენებს იმას, რომ ღიაობის ძალიან დიდი მაჩვენებელი გვაქვს ზოგადად და ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას“, - განაცხადა კობახიძემ.

საპროტესტო აქცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო
გახარია: გამოხატვის თავისუფლებას არასდროს შევზღუდავთ

მისივე თქმით, ამ  ოქმებს ხელს აწერენ როგორც „ქართული ოცნების“, ასევე ოპოზიციური პარტიების წევრები.

„გადაითვლება თითოეული ასეთი უბანი და გაირკვევა, რატომ მოაწერა ხელი ასეთ ოქმს კომისიის 12-12-მა წევრმა“, - აღნიშნა კობახიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის ბოიკოტს,  „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, პარტიების უდიდესი ნაწილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ნახევარზე მეტი პარლამენტში შევა.

„ამას უკვე დღეები გვიჩვენებს. უახლოეს მომავალში გაირკვევა ის, რომ პარტიები, ყოველ შემთხვევაში, უდიდესი ნაწილი, მაგრამ ალბათ ყველა პარტია, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობაც“, მთლიანად თუ არა, ნახევარზე მეტი მაინც, შევა პარლამენტში. ეს არის დღევანდელი განწყობა, რაც არის ოპოზიციურ სპექტრში და ეს განწყობა დღევანდელი აქციის შემდეგ, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. ფორმებსა და მეთოდებს მე ვერ დაგიკონკრეტებთ, მაგრამ დაგიდასტურებთ, რომ აქტიურად ვმუშაობთ მრავალპარტიული პარლამენტისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

თბილისსა და ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მანამდე კი პარტიებმა საკუთარი პროტესტი  თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობებთან გამოხატეს.

ყველა ახალი ამბავი
0