ცესკო: წინასწარი შეფასებით, მცხეთის ოლქში მეორე ტური გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცესკოს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა სულ 19 საარჩევნო უბნის შედეგი გადაითვალეს. ზოგიერთი საარჩევნო უბნების შედეგები შეიცვალა

თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. მცხეთის №27 საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური დაინიშნება, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცესკოში აცხადებენ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ დღეებში დაახლოებით 1 800 საჩივარი შევიდა, საოლქო საარჩევნო კომისიებმა სულ 19 საარჩევნო უბნის შედეგი გადაითვალეს.

„უმეტეს შემთხვევაში, საარჩევნო უბნების შედეგები დარჩა უცვლელი, ზოგიერთი კი, საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებით, დაზუსტდა და შეიცვალა. მნიშვნელოვანია, რომ №27 მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ №11.27.46 საუბნო საარჩევნო კომისიის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი ბათილად ცნო, რაც, წინასწარი მონაცემებით, იწვევს ამ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურს“, - წერია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
ლომჯარია: არასწორად შევსებულ თითოეულ ოქმზე სისხლის სამართლის გამოძიება უნდა დაიწყოს

კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები ძირითადად პროცედურულ საკითხებს შეეხებოდა, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები – საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას.

ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ საჩივრების უმეტესობა საოლქო კომისიებში პროცედურების დარღვევით იყო წარდგენილი. განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცია დეტალურად მუშავდება და შემდგომში საჯარო გახდება.

„შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ყველა ოქმიდან განსხვავებული აზრი იყო წარმოდგენილი მხოლოდ ოთხ შემთხვევაში. მცირე გამონაკლისის გარდა, შემაჯამებელ ოქმებზე კენჭისყრის დღეს უბანზე მყოფი ყველა კომისიის წევრის ხელმოწერა ფიქსირდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცესკო-ს ცნობით, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ბიულეტენების 3.27% ბათილად ცნეს პროპორციულ ნაწილში, ხოლო 4.14 მაჟორიტარულ ნაწილში, რაც 2016 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით პროპორციული ნაწილში ნაკლებია 0.24%-ით, ხოლო მაჟორიტარულში უმნიშვნელოდ, 0.04%-ით მეტია.

სერგი კაპანაძე - Sputnik საქართველო
სერგი კაპანაძე: საშუალოდ 210 ათასი ხმა იყო გაკონტროლებული ამ არჩევნებზე

 

ოპოზიცია კვირას, 8 ნოემბერს საყოველთაო საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს, მანამდე კი თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობებთან საპროტესტო აქციებს მართავს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს და მის არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვს. ცესკოს მონაცემებით, პარლამენტში შვიდი პარტია და ორი ბლოკი შედის. თუმცა, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს დეპუტატობის მანდატებზე. ოპოზიცია ასევე უარს აცხადებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, რომელიც 17 ერთმანდატიან ოლქში უნდა გაიმართოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0