სერგი კაპანაძე: საშუალოდ 210 ათასი ხმა იყო გაკონტროლებული ამ არჩევნებზე

© Sputnik / Alex Shlamovსერგი კაპანაძე
სერგი კაპანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სერგი კაპანაძემ საპარლამენტო არჩევნებზე ცარიელი ბიულეტენების მონაცემები, ჩაყრილი ხმებისა და ე.წ. კარუსელების რაოდენობრივი სია წარმოადგინა.

თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. უბნების რაოდენობა, სადაც დაუბალანსებელი იყო რიცხვები, 2012 და 2016 წლების არჩევნებთან შედარებით დაახლოებით 20 პროცენტით არის გაზრდილი, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

საპროტესტო აქცია ზუგდიდში საარჩევნო კომისიასთან - Sputnik საქართველო
აქეთ ხელისუფლების მუქარა, იქით - „გაბრაზებული ხალხის“ აქციები, შუაში კი კორონავირუსი

„ევროპულ საქართველოში“ განმარტავენ, თუ რა განსხვავებაა წლევანდელ და გასულ წლებში გამართულ არჩევნებზე აღმოჩენილ დარღვევებს შორის. სერგი კაპანაძის თქმით, წელს გამოვლენილი დარღვევების გავლენა არჩევნების შედეგებზე დრამატული იყო. მისი თქმით, წელს არჩევნებზე ე.წ. კარუსელების ამოქმედება მოხდა.

„ჩვენი დასკვნით, საშუალოდ 210 ათასი ხმა იყო გაკონტროლებული ამ არჩევნებზე. ასევე გაზრდილია უბნების რაოდენობაც, სადაც მოხდა ასეთი ტიპის „კარუსელების“ ამოქმედება. ზუსტად იგივენაირად შეგვიძლია შევხედოთ ცარიელ ბიულეტენებს, ზედმეტი ბიულეტენი სადაც იყო ჩაყრილი, 2016 წელთან შედარებით ასეთი შემთხვევა 5-ჯერ გაიზარდა“, - განაცხადა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძემ ბრიფინგზე კონკრეტული მონაცემები წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია ცარიელი ბიულეტენების, დაუბალანსებელი უბნებისა და სხვა დარღვევების შედარებითი რაოდენობა.

სუსის შენობა - Sputnik საქართველო
შეთქმულება ხელისუფლების დამხობის მიზნით: სუსში ექვსი მოწმე დაიკითხება

ბრიფინგზე ასევე ისაუბრა „ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. ბოკერია აცხადებს, რომ პარტია მზად არის ხელახალ არჩევნებზე მოლაპარაკებებისთვის.

„შეიძლება, მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე ჩვენ გვსურს, მშვიდობიანი პროტესტით, რომ ვაიძულოთ პატივი სცენ ჩვენი მოქალაქეების ნებას, მაგრამ აქ ჩვენი ნება ურყევია. მე ოპოზიციის ნაცვლად ვერ გეტყვით, მაგრამ ხელახალი არჩევნებისთვის, რომ ეს არჩევნები არ გამოხატავს ნებას და არ არის ლეგიტიმური ამ საწყისი წერტილის შემდეგ, როცა მისი აღიარება მოხდება, რა თქმა უნდა, მზად ვართ მოლაპარაკებისთვის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ოპოზიცია კვირას, 8 ნოემბერს საყოველთაო საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს, მანამდე კი თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობებთან საპროტესტო აქციებს მართავს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს და მის არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვს.

ყველა ახალი ამბავი
0