17:21 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
5101

სერგი კაპანაძემ საპარლამენტო არჩევნებზე ცარიელი ბიულეტენების მონაცემები, ჩაყრილი ხმებისა და ე.წ. კარუსელების რაოდენობრივი სია წარმოადგინა.

თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. უბნების რაოდენობა, სადაც დაუბალანსებელი იყო რიცხვები, 2012 და 2016 წლების არჩევნებთან შედარებით დაახლოებით 20 პროცენტით არის გაზრდილი, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„ევროპულ საქართველოში“ განმარტავენ, თუ რა განსხვავებაა წლევანდელ და გასულ წლებში გამართულ არჩევნებზე აღმოჩენილ დარღვევებს შორის. სერგი კაპანაძის თქმით, წელს გამოვლენილი დარღვევების გავლენა არჩევნების შედეგებზე დრამატული იყო. მისი თქმით, წელს არჩევნებზე ე.წ. კარუსელების ამოქმედება მოხდა.

„ჩვენი დასკვნით, საშუალოდ 210 ათასი ხმა იყო გაკონტროლებული ამ არჩევნებზე. ასევე გაზრდილია უბნების რაოდენობაც, სადაც მოხდა ასეთი ტიპის „კარუსელების“ ამოქმედება. ზუსტად იგივენაირად შეგვიძლია შევხედოთ ცარიელ ბიულეტენებს, ზედმეტი ბიულეტენი სადაც იყო ჩაყრილი, 2016 წელთან შედარებით ასეთი შემთხვევა 5-ჯერ გაიზარდა“, - განაცხადა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძემ ბრიფინგზე კონკრეტული მონაცემები წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია ცარიელი ბიულეტენების, დაუბალანსებელი უბნებისა და სხვა დარღვევების შედარებითი რაოდენობა.

ბრიფინგზე ასევე ისაუბრა „ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. ბოკერია აცხადებს, რომ პარტია მზად არის ხელახალ არჩევნებზე მოლაპარაკებებისთვის.

„შეიძლება, მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე ჩვენ გვსურს, მშვიდობიანი პროტესტით, რომ ვაიძულოთ პატივი სცენ ჩვენი მოქალაქეების ნებას, მაგრამ აქ ჩვენი ნება ურყევია. მე ოპოზიციის ნაცვლად ვერ გეტყვით, მაგრამ ხელახალი არჩევნებისთვის, რომ ეს არჩევნები არ გამოხატავს ნებას და არ არის ლეგიტიმური ამ საწყისი წერტილის შემდეგ, როცა მისი აღიარება მოხდება, რა თქმა უნდა, მზად ვართ მოლაპარაკებისთვის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ოპოზიცია კვირას, 8 ნოემბერს საყოველთაო საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს, მანამდე კი თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობებთან საპროტესტო აქციებს მართავს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს და მის არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვს.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)

მთავარი თემები