06:50 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობა (88)
114 0 0

მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, დღეს საღამოს ტელეკომპანია „იმედს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს.

„მოლაპარაკებები პანდემიისა და გლობალური ეკონომიკის კრიზისის პირობებში აუცილებელია და ჩვენ ამისთვის ყოველთვის მზად ვართ...  ჩვენი პასუხისმგებლობაა ეს ოპოზიციაც და ის ადამიანებიც, რომლებმაც მათ ხმა მისცეს და მმართველი ძალის პასუხისმგებლობა სწორედ ის არის, რომ შევძლოთ და ვიპოვოთ სწორედ ის გზები და ის სიტყვები, რომლებიც მოგვცემს შესაძლებლობას, ერთად მოვუაროთ ქვეყანას და ერთად გამოვიყვანოთ ქვეყანა მიმდინარე კრიზისიდან“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ამჟამად მთავარი ამოცანაა შეთანხმება იმაზე, თუ როგორ ვებრძოლოთ კორონავირუსს და არა მისი გავრცელება.

მისი თქმით, არჩევნების დროს ხარვეზები გამოძიებული უნდა იყოს და ამას შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცეს.

გახარიას განცხადებით, არჩევნების დროს ხარვეზები დემოკრატიული იურიდიული პროცედურების მეშვეობით უნდა გამოსწორდეს და არა ქუჩის აქციებით.

„ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც არსებობდა, არის გამოსწორებადი და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად“, – აღნიშნა პრემიერმა.

თემები:
საქართველოს მთავრობა (88)

მთავარი თემები