08:47 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ქართულ–რუსული ურთიერთობები (184)
7001

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიაკავშირის არარსებობის პირობებში უფრო მეტად დაიტვირთა სახმელეთო სატვირთო ტრანსპორტი

თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ და რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გრიგორი კარასინმა საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი ტელეფონით განიხილეს. საუბრის დეტალებზე ქართველი დიპლომატი Sputnik-საქართველოს ესაუბრა.

„ჩვენი პოზიცია გარკვეულია" – რუსეთმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეაფასა>>

დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის მრავალი წელია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ორი ქვეყნის დიპლომატებს შორის პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს. კორონავირუსის პანდემიის აფეთქების შემდეგ აბაშიძე და კარასინი არ შეხვედრიან, თუმცა პერიოდულად კავშირს ტელეფონით ინარჩუნებდნენ.

თუ ჟენევაში მხარეები პოლიტიკურ პრობლემებს იხილავენ, პრაღაში, ძირითადად, სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული საკითხები იხილება.

„მოცემულ შემთხვევაში საუბარი შეეხო ე.წ. ნებართვებს - კვოტებს. წლის დასაწყისში შეთანხმდა კვოტების განსაზღვრული რაოდენობა ტვირთის ორმხრივ და ტრანზიტულ გადაზიდვებზე. შემდეგ ურთიერთშეთანხმებით დაემატა გარკვეული რაოდენობა და ახლა საუბარია იმაზე, რომ დავეხმაროთ ჩვენს კომპანიებს ამ ნებართვების მიღებაში“, - განაცხადა აბაშიძემ.

მისი სიტყვებით, როგორც წესი, კვოტების რაოდენობა წლის დასაწყისში თანხმდება. წელს შეთანხმდა დაახლოებით 34 ათასი ნებართვა.

იმის გამო, რომ ქვეყნებს შორის შეჩერებულია პირდაპირი ავიამიმოსვლა, მთელი ტვირთი სახმელეთო ტრანსპორტს დააწვა. 2020 წლის ოქტომბერში ქართული მხარის მიმართვასთან დაკავშრებით დამატებით გაფორმდა ორი ათასი ნებართვა ორმხრივი და ტრანზიტული გადაზიდვებისთვის, აღნიშნა აბაშიძემ.

„იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს საავიაციო კავშირი, მთელი ტვირთი სახმელეთო სატვირთო ტრანსპორტს დააწვა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ტექნიკური საკითხი და საჭიროა მისი ოპერატიულად გადაჭრა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის დადებითად გადაწყდება“, - აღნიშნა დიპლომატმა.

აბაშიძის სიტყვებით, საუბრისას დიპლომატებს არ განუხილავთ საჰაერო კავშირის აღდგენის საკითხი, რომელიც გასული წლის ივლისიდან შეწყდა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შედეგად გაწყვიტა. საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავალია შვეიცარია.

თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (184)

მთავარი თემები