09:53 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (598)
11001

რუსეთის საგარეო უწყების ორიენტირი იქნება ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ გადადგამს.

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. მოსკოვი თბილისისგან პრაქტიკულ ნაბიჯებს ელოდება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მომხრეა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუსენკომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეფასებისას. 

საქართველოს მოსახლეობამ 31 ოქტომბერს მეათე მოწვევის პარლამენტი აირჩია. ცესკომ ხმების 100% დაამუშავა, წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქათველო“.

„არჩევნები თავად საქართველოს შიდა საქმეა და თავად ქართველმა ამომრჩეველმა უნდა შეაფასოს. საქართველოს მთავრობის, შესაძლოა, კოალიციურის, ფორმირების დიდი პოლიტიკური პროცესი ელოდება წინ“, – აღნიშნა რუდენკომ.

მისი განმარტებით, საქართველოსთან მიმართებით რუსეთი ორიენტირებულია არა განცხადებებზე, არამედ პრაქტიკულ ნაბიჯებზე.

„საქართველოსთან ჩვენი პოზიცია დიდი ხანია გარკვეულია, ჩვენ ამ ქვეყანასთან ურთიერთობების გაუმჯობესების მომხრე ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენი ორიენტირი იქნება ის ნაბიჯები, რომლებსაც ახალი მთავრობა რუსეთთან მიმართებით გადადგამს“, – განაცხადა რუდენკომ ჟურნალისტებთან.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს რუსეთის ხელისუფლების მიერ 1990-იანი წლებიდან არაკონტროლირებადი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ გაწყვიტა. საქართველოს და რუსეთის ურთიერთობებში შუამავლის როლს შვეიცარია ასრულებს.

დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის მრავალი წლის განმავლობაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატების - ზურაბ ჯაფარიძის და გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული.

მხარეებმა ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო, 51-ე რაუნდი უკვე გადადეს – შეხვედრა 31 მარტს და 1 აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო შეხვედრის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (598)

მთავარი თემები