21:52 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
65 0 0

თბილისში რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციური პარტიების აქტივისტები აქციას ამ წუთებშიც მართავენ. აქციის მონაწილეები საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესზე დასწრებას და ბიულეტენების ხელახლა გადათვლას ითხოვენ.

თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საოლქო საარჩევნო კომისიებთან მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და ოპოზიციას სიმშვიდისკენ მოუწოდა. პრეზიდენტის განცხადება მისმა ადმინისტრაციამ გაავრცელა.

რა შემთხვევაში ექნება არჩევნების მეორე ტურის გამართვას აზრი? „გირჩის" შეთავაზება >>

პრეზიდენტის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან მიმდინარე საპროტესტო აქციები, განსაკუთრებით კი აქციის მონაწილეთა აგრესიული ქმედებები აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას. კომისია კი მშვიდ გარემოს საჭიროებს იმისთვის, რომ თითოეული ამომრჩევლის ხმა დაცული იყოს.

საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას სიმშვიდისკენ და სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემისკენ მოუწოდებს. ასევე საზოგადოებას ურჩევს, რომ გაითვალისწინოს და დაიცვას ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის გავრცელებისთვისაა აუცილებელი.

„საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან მიმდინარე საპროტესტო აქციები, განსაკუთრებით კი აქციის მონაწილეთა აგრესიული ქმედებები აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, რაც მშვიდ გარემოს საჭიროებს იმისთვის, რომ დაცული იქნას თითოეული ამომრჩევლის ხმა. ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემისკენ. ასევე მოგიწოდებთ მკაცრად დაიცვათ ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის არის აუცილებელი. ეს არის ყველა პოლიტიკური პარტიის, მათი ლიდერებისა და აქციის თითოეული მონაწილის პასუხისმგებლობა!“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

თბილისში დ საქართველოს ზოგიერთ ქალაქში რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციური პარტიების აქტივისტები აქციას მართავენ. შეკრებილები საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესზე დასწრებას და ბიულეტენების ხელახლა გადათვლას ითხოვენ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

ოპოზიცია 8 ნოემბერს საყოველთაო საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს, მანამდე კი თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან საპროტესტო აქციებს მართავს. დღეს მთელი დღის განმავლობაში დაძაბული სიტუაციაა ქუთაისის საოლქო კომისიასთან.

ირაკლი კობახიძე სუს-ში გამოიკითხა: საქმე ე.წ. რევოლუციურ სცენარს ეხება >>

ცესკოში აცხადებენ, რომ ხმების გადათვლის პროცესზე დასწრების უფლება ოპოზიციური პარტიების მხოლოდ აკრედიტებულ წარმომადგენლებს შეუძლიათ.

ცესკოს მონაცემებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 48,23% მიიღო და 13 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მოგების შედეგად მას პარლამენტში უმრავლესობა ეყოლება.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის ქმედებებს განზრახ დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები მოწმობენ.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)

მთავარი თემები