მომიტინგეებმა თამარ ჟვანიას მათემატიკის სახელმძღვანელო აჩუქეს

გამოწერა
ჩვენ დიდ ხანს ვიკავებდით თავს, რომ პროცესი არჩევნებამდე მიგვეყვანა, რათა ხელისუფლება არჩევნების გზით შეცვლილიყო, განაცხადა მაქარაშვილმა

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. მოძრაობა „სირცხვილიამ“ ცესკოს შენობასთან აქცია-პერფორმანსი მოაწყო.

აქციის მონაწილეებს ეკავათ პლაკატები წარწერებით: „შედეგები გაყალბებულია! გადათვალეთ!“ მოძრაობის აქტივისტებმა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას სიმბოლური საჩუქრები - მათემატიკის სახელმძღვანელო და საანგარიშო „ჩოთქი“ მიუტანეს.

ოპოზიციის პროტესტი ქუთაისში - Sputnik საქართველო
ხმაური და დაპირისპირება თბილისის საოლქო საარჩევნო კომისიებთან - დაკავებულია ზვიად კუპრავა

„ცესკო-სთან მოსვლა ნიშნავს იმას, რომ არჩევნები გაააყალბა, მოიტყუა, მოგვპარა ხმა. ძალიან ძვირად დაუჯდება თამარ ჟვანიას და „ქართულ ოცნებას“ ჩვენი აქ მოსვლა. თითქმის ყველა ქალაქში აქციებია. ბევრი ვიკავეთ თავი, ბევრი ვიწვალეთ, რომ მთელი წლის განმავლობაში კბილებით მოგვეტანა ეს პროცესი არჩევნებამდე, რომ არჩევნების გზით შეცვლილიყო ეს ხელისუფლებ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ეს ყველაფერი არ უნდა, ამიტომ ძალიან ძვირად დაუჯდება“,  – განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, რომელიც 17 ერთმანდატიან ოლქში უნდა გაიმართოს.

ხელისუფლება ოპოზიციას რევოლუციური სცენარის მომზადებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ოქმებში გამოვლენილი უზუსტობები ტექნიკურ ხასიათს ატარებს.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის ქმედებებს განზრახ დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები მოწმობენ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0