11:02 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (597)
59 0 0

ცოტა ხნის წინ ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა სიტუაციის განმუხტვა სცადეს. პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი სიტუაციას განარიდა.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ, ადგილზე დაძაბული ვითარებაა.

ცოტა ხნის წინ ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სამართალდამცველებმა სიტუაციის განმუხტვა სცადეს. პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი სიტუაციას განარიდა.

ადგილზე შეკრებილებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.

„ეს არ არის არჩევნები, არჩევნების შედეგები არის გაყალბებული, მიტაცებული და ჩვენ არ შევეგუებით ამას. ივანიშვილმა გადაჯღაბნა ყველა საუბნო ოქმი, რაც შევარდნაძის შემდეგ ამ ქვეყანაში არ ყოფილა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, გია თევდორაძემ.

ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში 19:00 საათზე საჩივრების განხილვა დაიწყო.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

ოპოზიცია 8 ნოემბერს საყოველთაო საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს, მანამდე კი თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან საპროტესტო აქციებს მართავს.

გუშინ განსაკუთრებით ხმაურიანი საპროტესტო აქციები თბილისსა და ბათუმში გაიმართა – ოპოზიცია საოლქო კომისიების სხდომებზე საჩივრების განხილვის პროცესზე დასწრებას მოითხოვდა.

ცესკოში აცხადებენ, რომ ხმების გადათვლის პროცესზე დასწრების უფლება ოპოზიციური პარტიების მხოლოდ აკრედიტებულ წარმომადგენლებს შეუძლიათ.

ცესკოს მონაცემებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 48,23% მიიღო და 13 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მოგების შედეგად მას პარლამენტში უმრავლესობა ეყოლება.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის ქმედებებს განზრახ დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები მოწმობენ.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (597)

მთავარი თემები