საოლქო კომისიებთან აქციაზე დაკავებული კიდევ შვიდი პირი გათავისუფლდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliპოლიცია საარჩევნო კომისიასთან
პოლიცია საარჩევნო კომისიასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საოლქო კომისიებთან გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა სულ 12 პირი დააკავეს, აქედან ხუთი გუშინ ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.

თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. საოლქო კომისიებთან დაკავებული შვიდი პირი საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ ოპოზიციური პარტიების აქტივისტები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ირმა ინაშვილმა - Sputnik საქართველო
ქუთაისი თბილისის ნაცვლად - „პატრიოტთა ალიანსმა“ შეხვედრის ადგილი შეცვალა

დაკავებულებს ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და სამართალდამცველების დაუმორჩილებლობა. სასამართლო პროცესი ხვალ, 13:00 საათზე განახლდება.

დაკავებულები აცხადებენ, რომ ბრალი, რომელსაც მათ გამოძიება ედავება, აბსურდულია. მათი თქმით, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

საბურთალოს, ისნისა და გლდანის რაიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან გუშინ გამართული საპროტესტო აქციები ოპოზიციური პარტიების აქტივისტების დაკავებებით დასრულდა.

აქციაზე სამართალდამცველებმა სულ 12 პირი დააკავეს. მათგან ხუთი პირი გუშინვე ასევე ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, შვიდი პირი კი ამ დრომდე ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებოდა.

ოპოზიციის მსვლელობა - Sputnik საქართველო
ოპოზიციის მსვლელობა თბილისში: მიზანი მოსახლეობის ინფორმირებაა

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

ოპოზიცია 8 ნოემბერს საყოველთაო საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს, მანამდე კი თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან საპროტესტო აქციებს მართავს.

გუშინ განსაკუთრებით ხმაურიანი საპროტესტო აქციები თბილისსა და ბათუმში გაიმართა – ოპოზიცია საოლქო კომისიების სხდომებზე საჩივრების განხილვის პროცესზე დასწრებას მოითხოვდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0