17:12 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
48 0 0

ოპოზიცია 8 ნოემბერს საყოველთაო საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს, მანამდე კი თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობებთან საპროტესტო აქციებს მართავს.

თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. თბილისში, საბურთალოზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები მსვლელობით სამედიცინო უნივერსიტეტის მიმართულებით მიემართებიან. მსვლელობის მიზანი 8 ნოემბერს დაანონსებული აქციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაა. ამის შესახებ იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ აქციაზე მისვლისკენ. ოპოზიცია საზოგადოებას მიმართავს, რომ კვირას აქციაზე მივიდნენ და საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტონ.

„ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ პარალელურად ვიყენებთ ყველა იმ სამართლებრივ ინსტრუმენტს, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ.

ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ცესკოსა და ხელისუფლების მხრიდან არანაირი მზაობა არ არის, იმისთვის, რომ ოპოზიციური პარტიების მირ მომზადებული საჩივრები განიხილონ.

მსვლელობას ასევე ესწრება „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ირმა ნადირაშვილი.

„კვირას უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი, რათა ბიძინა ივანიშვილმა თვალნათლივ დაინახოს, რა შედეგი მოაქვს ხმების ქურდობას. ივანიშვილს, რომ დავამარცხებთ წამითაც არ მეპარება ეჭვი“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ოპოზიცია 8 ნოემბერს საყოველთაო საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს, მანამდე კი თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობებთან საპროტესტო აქციებს მართავს.

გუშინ განსაკუთრებით ხმაურიანი საპროტესტო აქციები თბილისსა და ბათუმში გაიმართა – ოპოზიცია საოლქო კომისიების სხდომებზე საჩივრების განხილვის პროცესზე დასწრებას მოითხოვდა.

ოპოზიცია შედეგის მძევალია: ფინანსთა მინისტრი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე >>

ცესკოს მონაცემებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 48,23% მიიღო და 13 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მოგების შედეგად მას პარლამენტში უმრავლესობა ეყოლება.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის ქმედებებს განზრახ დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები მოწმობენ.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)

მთავარი თემები