09:04 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები (36)
66 0 0

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მოსახლეობის მაღალი აქტივობის გამო ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს მთავრობაში კიდევ ერთხელ გადახედავენ.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. თუ შეზღუდვა სპეციალურად იმისთვისაა გათვალისწინებული, რომ მანიფესტაცია არ ჩატარდეს, ჩვენ ამას არ დავემორჩილებით, განაცხადა ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და მოსახლეობის მაღალი აქტივობის გამო ქვეყანაში დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ ერთხელ გადაიხედება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2401-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 49218-ს მიაღწია.

ჯაფარიძის განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შესაძლო გამკაცრების შესახებ პრემიერის განცხადება მიზნად ისახავს ოპოზიის მხრიდან პროტესტის გამოხატვის ხელის შეშლის მცდელობას.

„თუ შეზღუდვა სპეციალურად არის გათვალისწინებული იმისთვის, რომ მანიფესტაცია არ ჩატარდეს, ოპოზიცია ამ შეზღუდვას არ დაემორჩილება. ხელისუფლება ცდილობს მოძებნოს ბერკეტი, რომ ხალხმა არ გამოხატოს თავისი პროტესტი, მაგრამ ჩვენ ვერაფერი შეგვაჩერებს", – განაცხადა ჯაფარიძემ. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია არ აღიარებს და მის არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და 17 საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

ოპოზიცია 8 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ საყოველთაო საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს, მანამდე კი თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობებთან საპროტესტო აქციებს მართავს.

ცესკოს მონაცემებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 48,23% მიიღო და 13 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მოგების შედეგად მას პარლამენტში უმრავლესობა ეყოლება.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის ქმედებებს დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებიც ადასტურებენ.

თემები:
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები (36)

მთავარი თემები