ვიცე-პრემიერი: გამოხატვის თავისუფლებას არავინ კრძალავს, ოღონდ სხვას ნუ ავნებთ

© photo: Government of Georgia / FBმაია ცქიტიშვილი
მაია ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, თუ პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილემ არ გაიაზრა საკუთარი პასუხისმგებლობა, ეს ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას გამოიწვევს.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არავის აუკრძალავს, მაგრამ, მოდით, ჩვენი აზრი გამოვხატოთ ისე, რომ არ ვავნოთ სხვას, დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება, ჯანდაცვის სისტემა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ქართული ოპოზიციის სრული სპექტრი 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელისუფლებას მასობრივ გაყალბებაში ადანაშაულებს. ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიმეორის მიყოლებით საპარლამენტო მანდატებზე უარი განაცხადეს. თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო.

მაია ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
შემოიღებს თუ არა საკოორდინაციო საბჭო დამატებით შეზღუდვებს – ვიცე-პრემიერი განმარტავს
„ჩვენ არასოდეს შეგვიზღუდავს გამოხატვის თავისუფლება და საარჩევნო პროცესი, პოლიტიკური პროცესი, და კარგად გვესმის, რომ დღეს ქვეყანაში არის არჩევნები, ხდება როგორც არჩევნების შედეგების შეჯამება, ასევე გველოდება მეორე ტური და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პროცესი ჩავატაროთ უმაღლეს დონეზე. ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, სუბიექტმა, აქტივისტმა, რიგითმა მხარდამჭერმა, მაშინ, როდესაც გამოხატავენ პროტესტს ან თავიანთ აზრს, ეს გააკეთონ რეგულაციების დაცვით – საჭიროა მხოლოდ პირბადის გაკეთება, დისტანციის დაცვა“, – განაცხდა მაია ცქიტიშვილმა

მისი თქმით, თუ პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილემ არ გაიაზრა საკუთარი პასუხისმგებლობა, ეს ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას გამოიწვევს.

გიორგი გახარია თვითიზოლაციაში - Sputnik საქართველო
როგორ გადალახავს საქართველო დაავადების პიკს: პრემიერმა მნიშვნელოვანი ფაქტორები დაასახელა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 49218-ს მიაღწია. გარდაცვლილია 401 ადამიანი.

ქვეყანაში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით გაიმართა, რომელშიც 48 პარტიამ და ორმა საარჩევნო ბლოკმა მიიღო მონაწილეობა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩია. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1% იყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0